ამ უსწრაფესი მეთოდით ყველაზე გემრიელ და ხრაშუნა “ნაპოლეონს” მოამზადებთ

272
მოსამზადებელი ინგრედიენტებია:
  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • მარილი
  • 20 მლ ძმარი
  • 170 მლ წყალი
  • 250 გრამი კარაქი
  •  430 გრამი ფქვილი
  • 400 გრამი დარბილებული კარაქი
მომზადების რეცეპტი:

პირველ რიგში ფქვილს უნდა დაუმატოთ მარილი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი, შემდეგ კი უნდა ურიოთ ქვიშისებური მასის მიღებამდე. შემდეგ ამ მასას დაამატეთ წყალში გახსნილი ძმარი და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ ეს მიქსი გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით განმავლობაში. ამ პროცესის მერე გააბრტყელეთ ცომი ფქვილიან მაგიდაზე და გადაკეცეთ 4 ნაწილად, ხოლო შემდეგ შეაბრუნეთ მაცივარში კიდევ 1 საათით.

გაციებული ცომი 8-9 ნაწილად გაყავით. თითო ნაწილი უნდა გააბრტყელოთ ძალიან თხლად, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტოთ და შემდეგ გამოაცხვოთ 200 გრადუსზე შეწითლებამდე. შემდეგ უნდა დაელოდოთ ბოლომდე გაციებას.

კრემისთვის საჭიროა კარგად ათქვეფილი დარბილებული კარაქი, რომელსაც თქვეფის მონაკვეთში უნდა შეურიოთ შესქელებული რძე. თითოეულ ფენას უნდა წაუსვათ კრემის ძალიან თხელი ფენა. ფენებს წინასწარ უსწორმასწორო ნაპირები ჩამოაჭერით და დაფხვნის შემდეგ “ნაპოლეონს” ზემოდან მოაყარეთ. ბოლოს ისევ რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ. ეს გახლავთ ყველაზე გემრიელი “ნაპოლეონის” რეცეპტი.

Facebook კომენტარები
avia biltebi