გემრიელი კრემი ნებისიერი სახის ტორტისთვის – ამ საოცარ რეცეპტს არავის გაუმხელთ

73
Loading...

 

საჭირო ინგრედიენტებია:
  • ვანილი
  • 1 შეკვრა კარაქი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გრამი შაქრის პუდრა

მომზადების ინსტრუქცია:

პირველ რიგში უნდა აიღოთ სქელი ძირის მქონე და გააშროთ კარგად. შემდეგ ჩაახალოთ მასში 4 კვერცხი და ათქვიფოთ შაქართან ერთად. ამის შემდეგ ქვაბი დადგით ცეცხლზე და შეუჩერებლად ურიეთ მასის გასქელებამდე. შემდეგ აიღეთ ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ. პარალელურად უნდა ათქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრა კარგად და დაუმატოთ მას კვერცხის მასა და ვანილი, შემდეგ ისევ კარგად ათქვიფეთ. ასე დამზადდება ორიგინალური და გემრიელი კრემი, რომელსაც ნებისმიერი სახის ნამცხვრის და ტორტის მომზადებისას გამოიყენებთ, თუკი კულინარია თქვენი გატაცებაა.

Facebook კომენტარები
Loading...