ასეთი უნიკალური წესით მომზადებულ ცომს ნებისმიერი ღვეზელისთვის გამოიყენებთ

46
Loading...
საჭირო ინგრედიენტებია:
  • 1 ჭიქა მაწონი ან კეფირი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 1 შეკვრა მშრალი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 3 ჭიქა ფქვილი

მომზადების ინსტრუქცია:

1. კეფირს უნდა დაუმატოთ ზეთი და ოდნავ შეათბოთ, შემდეგ შეურიოთ მარილი და შაქარი. გაცრილ ფქვილს შეურიეთ საფუარი და ნელ-ნელა შეურიეთ კეფირის მასას. შემდეგ მოზელილი ცომი დადგით თბილ გარემოში 30 წუთინს განმავლობაში თავზე გადაფარებული ნაჭრით.

2. გულსართის მოსამზადებლად ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ მასზე სასურველი ზომის ღვეზელები. აცადეთ ცომს დასვენება 10 წუთი და შემდეგ წაუსვით მათ კვერცხის გული და შედგით 180 გრადუსზე ღუმელში.

ასეთი გემრიელი რეცეპტით და ფუმფულა ცომით შეძლებთ გამოაცხოთ ყველანაირი სახის ღვეზელები, ფუნთუშები და ხაჭაპურები.

Facebook კომენტარები
Loading...