ამ საჭმელების უზმოზე მირთმევით ჯანმრთელობას საშინლად დაიზიანებთ

885
Loading...

ზოგიერთი პროდუქტის მიღება საკმაოდ სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა ისინი შეიძლება უარყოფითი ეფექტის მქონეც გამოდგეს, თუკი უზმოზე მიირთმევთ მათ. ამიტომ კარგად გაეცანით ამ სიას და გაიგეთ, თუ რისი ჭამა არ შეიძლება დილას საუზმობის წინ:

ფორთოხალი
ამ ხილის დილას საუზმობამდე ჭამა უმეტეს შემთხვევაში გასტრიტს ან ალერგიას იწვევს. სასურველია თუ დილას ფორთოხლის წვენის მირთმევამდე მინიმუმ შვრიის ფაფას მაინც შეჭამთ.

ბანანი

თუკი არ გსურთ რომ სისხლძარღვების დაავადებების გაჩენის რისკი გაზარდოთ, მაშინ უზმოზე ბანანის ჭამისკან თავი შეიკავეთ.

უმი ბოსტნეული

თუკი დილას მიიღებთ ისეთ ბოსტნეულს, როგორიცაა მაგალითად კიტრი, კომბოსტო ან პაპრიკა, შესაძლებელია კუჭი გაიღიზიანოთ.

იოგურტი

ეს საკმაოდ პოპულარული პროდუქტია, თუმცა ამ სიაში მაინც მოხვდა, რადგან მისი მიღება უზმოზე ასევე არ შეიძლება რადგან არაეფექტურია. იგი უმჯობესია მიირთვათ საუზმიდან  2 საათში ან სულაც ძილის წინ.

ცივი სასმელები

აჯობებს თუ სასმელს ოდნავ გაათბობთ დილას.

ტკბილეული

დილას უზმოზე ტკბილის მიღება არ შეიძლება, რადგან გაღვიძებიდან გარკვეული დროის განმავლობაში პანკრეასი ინსულინის საკმარის რაოდენობას ვერ გამოყოფს, ეს კი სისხლში შაქრის დონეს ზრდის.

ყავა
უზმოზე დალეული ეს სასმელი კუჭს აღიზიანებს, რაც შემდეგ ზედმეტი კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს. ეს პროცესი კი გასტრიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.

ნიორი, კონსერვი, შებოლილი პროდუქტები
უზმოზე მიღებული ნიორი შეიძლება გასტროსპაზმის გამომწვევი გახდეს. იგივე შეიძლება ითქვას კონსერვის და შებოლილი პროდუქტების შესახებაც.

Facebook კომენტარები
Loading...