პლასტმასის ბოთლების უსაფრთხო ხმარების წესი: ასე გაარჩევთ კარგ და ცუდ ბოთლებს

173
Loading...

ბოთლის ბოლოში თქვენ აღმოაჩენთ სამკუთხედში დაწერილ რიცხვს. მისი დახმარებით ასე გაარკვევთ, უსაფრთხოა თუ არა ბოთლის შენახვა ან მისი მრავალჯერადი გამოყენება:


ნომერი 1

თუ ბოთლის თავზე ამ ნომერს აღმოაჩენთ, ესეიგი იგი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. მისი ხელახალი გამოყენება შესაძლოა დამთავრდეს პლასტმასიდან საშიში ნივთიერებების გამოყოფით, რომლითაც ეს ბოთლია დამზადებული.

ნომერი 2

ბოთლები, რომლებზეც ნომერი 2 გახლავთ გამოსახული, წარმოადგენს კარგი პლასტმასისგან დამზადებულ ჭურჭელს. ასეთი ბოთლები წყალთან ურთიერთობისას ნაკლებ ქიმიკატებს გამოიმუშავებენ.


ნომერი 3

ასეთი ნომრით დანიშნული ბოთლები 2 ტოქსიკურ ქიმიკატს შეიცავს, რითაც ორგანიზმში ჰორმონებზე ახდენს გავლენას. მას ყველაზე ხშირად იყენებენ.

ნომერი 4

ასეთი ნომრით LDPE პლასტმასით დამზადებულ ბოთლებს ნიშნავენ, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი წყალში არანაირ საშიშ ქიმიკატს არ უმატებენ. თუმცა, მათი გამოყენებით დამზადებული პლასტმასის ჩანთები მაინც საშიშია.

ნომერი 5

ბოთლზე 5 ნომერის ნახვის შემდეგ გაიგებთ, რომ ეს პლასტმასი მართლაც კარგი დონისაა. ისინი არიან ხშირად თეთრი ფერის და გამჭირვალე. ამ ტიპის პლასტმასი როგორც წესი იოგურტის ბოთლებში გამოიყენება.

ნომერი 6

ამ ციფრით აღნიშნავენ სწრაფი კვების ობიექტებში გამოყენებულ შესაფუთ პლასტმასებს და ყავის ჭიქებს. ისინი ონკოგენური და მომწამვლელია.

მარტივად რომ დაიმახსოვროთ, თუკი თქვენი ბოთლის თავზე ნახავთ 2, 4 ან 5 ნომერს, ესეიგი იგი უსაფრთხოა, მაგრამ თუ აღმოაჩენთ 1, 3 ან 6 ნომერს, ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ისინი საშიშ ქიმიკატებს შეიცავენ.

Facebook კომენტარები
Loading...