ყველაზე სასარგებლო ზაფხულის კერძი დაადგინეს: მწვანე ლობიო კვერცხით ახლავე უნდა მოამზადოთ

29

საჭირო ინგრედიენტებია:

  • კვერცხი – 3 ცალი
  • სვანური მარილი – გემოვნებით
  • პომიდორი – 3 ცალი
  • ნიორი – 3-4 კბილი
  • ხახვი – 1 თავი
  • მწვანე ლობიო – 1 კგ
  • მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) – 5-5 ღერი
  • მარილი და წიწაკა – გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

გარეცხილ მწვანე ლობიოს გააცალეთ ფხები და დაამტვრიეთ. შემდეგ ჩაყარეთ ტაპაში ხახვთან და ზეთთან ერთად და მოშუშეთ თავდახურულ მდგომარეობაში. კარგად ჩაშუშვის შემდეგ ჩაუმატეთ მწვანილები, წიწაკა, და დაჭრილი პომიდორი. ასევე არ დაგავიწყდეთ ნიორის და კვერცხის ჩამატება. გემოვნების მიხედვით ასევე შეგიძლიათ ჩაუმატოთ სვანური მარილი, რომელიც ძალიან მოუხდება. დანამატების ჩაყრის შემდეგ კარგად ამოურიეთ და 6-8 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გადაიტანეთ თეფშზე და გემრიელად მიირთვით.

Facebook კომენტარები
avia biltebi