16-21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი – მნიშვნელოვანი კვირა მოვიდა

4382
Loading...

ვერძი

სიყვარული – საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად ბრძოლა მოგიწევთ, მაგრამ შესაფერის ჯილდოსაც მიიღებთ. ზოგიერთს საქმიან პარტნიორთანაც ელის ფლირტი. ფინანსები და კარიერა – განახორციელეთ დაგეგმილი პროექტები. სამსახურში დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით ფილტვებს, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

კურო
სიყვარული – რას აფასებს პარტნიორი თქვენში შინაგან სილამაზეს თუ გარეგანს? თუ არ გსურთ, იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ყურადღება მიაქციეთ მომავალი პარტნიორის ადამიანურ ღირსებებს.
ფინანსები და კარიერა – მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა კლიენტების მომსახურებასთანაა კავშირში.
ჯანმრთელობა – ზომიერი ფიზიკური დატვირთვა დასაშვებია. გამოიკვლიეთ კუჭი და დაიწყეთ მკურნალობა.

ტყუპი
სიყვარული – იყავით მეტად მსუბუქი და ჰაეროვანი. მაქსიმალურად მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში.
ფინანსები და კარიერა – დაკვირვებით იმუშავეთ, რათა შეცდომებმა უსიამოვნებები არ შეგიქმნათ. ორშაბათი, სამშაბათი და პარასკევი დატვირთული დღეებია.
ჯანმრთელობა – დასვენება და სუფთა ჰაერზე სეირნობა გმართებთ. აკონტროლეთ წნევა.

კირჩხიბი
სიყვარული – გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელი ადამიანთან. ხშირად მოუწყვეთ მას რომანტიკული პაემნები.
ფინანსები და კარიერა – მოერიდეთ აზარტულს ქმედებებს. საოჯახო ბიზნესში ჩართულ ნიშნებს გაგიუმჯობესდებათ შემოსავალი.
ჯანმრთელობა – თუ განწყობის გაუმჯობესებაში ვარდების მოვლა ან შოკოლადის ჭამა გეხმარებათ, სიამოვნება არ მოიკლოთ.

ლომი
სიყვარული – მარტივად გამონახავთ საერთო ენას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. თუმცა, ეცადეთ, რომ პარტნიორი თქვენი სტატუსის შესაფერი იყოს.
ფინანსები და კარიერა – მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან და პარტნიორებთან. განსაკუთრებით, თუ ისინი თქვენი ნათესავები არიან.
ჯანმრთელობა – კონფლიქტით უსიამოვნებას ვერ მოაგვარებთ, ნერვულ სისტემას კი დაიავადებთ. მოიწყვეთ განვირთვის დღე.

ქალწული
სიყვარული – თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, პირველი ნაბიჯიც უნდა გადადგათ და ნაკლებ კრიტიკულიც უნდა იყოთ.
ფინანსები და კარიერა – მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საქმიან პარტნიორებთან. ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს არ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები.
ჯანმრთელობა – შემაცირეთ მავნე საკვების მიღება. კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად, გამწმენდი პროცედურების ჩასატარებლად.

სასწორი
სიყვარული – ზედმეტი ემოციურობა და ეჭვიანობა გაგიფუჭებთ ურთიერთობას პარტნიორთან.
ფინანსები და კარიერა – მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, განსაკუთრებით, თუ თანამოაზრეების მხარდაჭერით არ სარგებლობთ.
ჯანმრთელობა – აკონტროლეთ თქვენი სულიერი მსგომარეობა, ემოციები. მიიღეთ მსუბუქი დამამშვიდებლები.

მორიელი
სიყვარული – მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებას. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ პარტნიორისგან.
ფინანსები და კარიერა – ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. კვირის ბოლოს შემოსავლის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ნეგატიურ სიტუაციებს. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. მეტად გაუფრთხილდით გულს.

მშვილდოსანი
სიყვარული – ნუ მოიკვეთავთ, როცა ემოციები ჩაცხრება შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები. თუ ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, ეცადეთ, გააუმჯობესოთ სიტუაცია.
ფინანსები და კარიერა – დაკვირვება გმართებთ ფინანსურ სფეროში მომუშავეებს (ვაჭრობა, საბანკო საქმე, ბუღალტერია). ზოგიერთი ანტიკვარიატს შეიძენს.
ჯანმრთელობა – შეამცირეთ ფიზიკური აქტიურობა და დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. კარგია ცურვა, მასაჟი.

თხის რქა
სიყვარული – ამ კვირაში მიხვდებით, სწორი პარტნიორი აირჩიეთ თუ არა. მეუღლესთან ერთად შეასრულეთ ყველა საოჯახო საქმე. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ.
ფინანსები და კარიერა – კონფიდენციალურ ინფორმაციებს მიიღებთ. შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდებათ. ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს მოერიდეთ ნეგატივს, არ იკამათოთ კოლეგებთან.
ჯანმრთელობა – მავნე ჩვევები და ნეგატივი თქვენს ვიზუალზე აისახება. მეტად გაუფრთხილდით კანს.

მერწყული
სიყვარული – ბედნიერება პირადი ცხოვრებაში მაშინ დგება, როცა მხოლოდ მიღებას კი არა გაცემასაც ცდილობთ. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი.
ფინანსები და კარიერა – ზოგიერთს დაწინაურება ელის. ნუ აიღებთ ვალს, კრედიტს.
ჯანმრთელობა – კარგი პერიოდია გამწმენდი პროცედურების ჩასატარებლად. მოუფრთხილდით ღვიძლს.

თევზები
სიყვარული – დაფიქრდით, რა გაკავშირებთ პარტნიორთან: სიყვარული, ვნება თუ მატერიალური ინტერესი. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება არაადეკვატური ქცევით გაგაოცოთ.
ფინანსები და კარიერა – მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. მოიცილეთ ბალასტი, ის რაც წინსვლაში გიშლით ხელს. შუა კვირაში სიტუაცია დასტაბილურდება.
ჯანმრთელობა – ოპტიმისტურად იფიქრეთ. თუ ფიზიკური დატვირთვა ვნებს თქვენს ჯანმრთელობას, შეამცირეთ.

Facebook კომენტარები
Loading...