ბიძინა ივანიშვილის ახალი შეურაცხმყოფელი განცხადება 20 ივნისის აქციაზე: “ვის შეუჩერდება მაჯისცემა” მალე

3933
Loading...

“ეს იყო თითქმის პუტინის დონეზე დაგეგმილი პროვოკაცია, რათა ვითარება გაემწვავებინათ საქართველოში და უფრო გაერთულებინათ ისედაც რთული ქართულ-რუსული ურთიერთობები”

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსთაველის გამზირი კვლავაც რჩება საპროტესტო განწყობის ეპიცენტრად, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან მოქალაქეები, უმეტესად – ახალგაზრდები. “ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა, თორემ ეს მაჯისცემა გაჩერდება…” – ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანების – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, როდესაც ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა. მმართველი ძალა გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

Facebook კომენტარები
Loading...