ყოველ დილით ეს პროდუქტი ჭამეთ და წონაში თავისით დაიკლებთ – ცხიმების მტერი

6864

ხშირად ისე ხდება, რომ თანამედროვე სამყაროს გადატვირთული რეჟიმის გამო ადამიანები ვერ ახერხებენ საუზმობას რადგან სამსახურში ეჩქარებათ, ასევე დილას უდროობის პრობლემა მოზარდებსაც აწუხებთ ხშირად. ეს ყველაზე ცუდია იმ ადამიანთა ორგანიზმისთვის, რომლებსაც წონაში დაკლება სურთ. ამის მიზეზი ისაა, რომ თუკი დილას არ ისაუზმებთ, დღის მეორე ნახევარში ყოველთვის უფრო მეტად მოითხოვს თქვენი ორგანიზმი მეტი საკვების მიღებას.

 

საუზმეზე უარის თქმა აიძულებს თქვენს ტვინს მოგანდომოთ უფრო კალორიული საკვები. ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის დროს გამოკითხეს 36 ქალი და კაცი, რომლებიც 3 ჯგუფად გაყვეს. მათ შორის იყო 18 ნორმალური წონის მქონე ადამიანი და 18 ჭარბწონიანი პიროვნება. სამივე ჯგუფი იღებდა განსხვავებული შემადგენლობის მქონე საკვებს საუზმის დროს. ერთმა ჯგუფმა დალია 1.5 ჭიქა წყალი, მეორე ჯგუფმა მიიღო 350 კალორია შაქრიანი სიმინდის ფანტელებისგან, ხოლო მესამე ჯგუფმა მიიღო ჯამში 350 კალორია შვრიის ფაფისგან.

ამ ექსპერიმენტის შედეგები საკმაოდ საინტერესო გამოდგა, რადგან ადამიანებმა რომლებაც შვრიის ფაფა მიიღეს, ყველაზე მაღალი სიმაძღრის დონე დააფიქსირეს. სამი საათის შემდეგ ყველამ ერთნაირად აჩვენა შიმშილის დონე. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შვრიის ფაფის დადებით თვისებებს, განსაკუთრებით, მათთვის ვინც ჭარბ წონას უჩივის.


შესაბამისად ამ კვლევის შედეგები ყველაზე უფრო სწორედ წონაში დაკლების მსურველებს გაახარებს. თუკი თქვენ ზედმეტი წონის მოშორება გსურთ და თანაც საუზმობაც მოგწონთ, მაშინ შეგიძლიათ დილაობით სწორედ ეს პროდუქტი მიირთვათ. შვრიის ფაფას ასევე უამრავი უპირატესობა გააჩნია, რადგან ის თავიდან აგაცილებთ არტერიულ დაავადებებს, სიმსივნის მაღალ რისკს და ასევე დაბალი სისხლის წნევისგანაც დაგიცავთ.

Facebook კომენტარები
avia biltebi