ამ უგემრიელესი დიეტით 15 დღეში 13 კილოს დაიკლებთ – საოცარი რეცეპტი

152

ეს ეფექტური დიეტა პირველ რიგში ნახშირწყლებზე სრულიად უარის თქმას ითვალისწინებს, თუმცა ამას დაბალანსებული მენიუთი აგინაზღაურებთ. ეს გემრიელი დიეტა მათ გამოადგებათ, ვისაც საჭმლის მონელების პრობლემები აწუხებთ და ასევე კანის მდგომარეობითაც არ არიან ბედნიერები. მინიმუმ 13 კილოს დაკლება ადვილია, თუკი მოინდომებთ და ზოგიერთ ჩვევაზე იტყვით უარს:

ორ კვირაში შეძლებთ იდეალურ ფორმაში ჩადგეთ და ადვილად გახდეთ, თანაც ამ დროს გემრიელი პროდუქტების ჭამაში გაატარებთ. მიყევით ამ მენიუს იდეალური შედეგის მისაღებად:

ორშაბათი

» საუზმე: 1 ფორთოხალი (შესაძლებელია – გრეიპფრუტი, ატამი, ანანასი და მსგავსი ხილიც ფორთოხალის მაგივრად, თუმცა არა ბანანი), 2 ცალი ორცხობილა, უშაქრო ყავა ან ჩაი

» სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, კეფირი ან იოგურტი

» ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი, 500 გრ ბოსტნეულის სალათა, 2 ცალი ორცხობილა.

სამშაბათი

» საუზმე: ორშაბათის მსგავსი საუზმე

» სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, 2 ორცხობილა.

» ვახშამი: 120 გრ ხორცი (სასურველია ძროხის), 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

ოთხშაბათი

» საუზმე: გაიმეორეთ ორშაბათის მენიუ.

» სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათა.

» ვახშამი: 120 გრ ხორცი, 1 ფორთოხალი, 1 ორცხობილა, ჩაი ან ყავა.

ხუთშაბათი

» საუზმე: იგივე.

» სადილი: 120 გრ უცხიმო ყველი ან ხაჭო, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

» ვახშამი: 120 გრ ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 ორცხობილა.

პარასკევი

» საუზმე: იგივე.

» სადილი: 200 გრ ორთქლზე მომზადებული თევზი, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.

» ვახშამი: 500 გრ მოხარშული ან ჩათუთქული ბოსტნეული (სტაფილო, ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი.

შაბათ–კვირას შეგიძლიათ მიირთვათ ჩვეულებრივად, თუმცა უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს და ასევე კონსერვანტებიან საკვებს. ასევე არ გამოიყენოთ მარილიც.

ორ კვირაში თქვენ დაიკლებთ 13 კილოს, შემდეგ კი ყოველ ორშაბათს მიირთვით ამ მენიუს მიხედვით და ფორმას უპრობლემოდ შეინარჩუნებთ:

» საუზმე: 2 ჭიქა ლიმონიანი წყალი

» სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.

» ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.

Facebook კომენტარები
avia biltebi