ეს ბადრიჯნის კატლეტის რეცეპტი ხორცის კატლეტს სამუდამოდ დაგავიწყებთ

2932
Loading...

საჭირო ინგრედიენტებია:

1,5 კილოგრამი ბადრიჯანი
150 გრამი ყველი მაგარი
150 გრამი საფანელი
100 გრამი თეთრი პური
მარილი და პილპილი
2 კონა ოხრახუში
5 კბილი ნიორი
1 ცალი კვერცხი
50 მლ. რძე რათა პური დაალბოთ
200 გრამი რბილი ყველი რბილი (ბრინზა, მოცარელა, იმერული)
ზეთი

 

რეცეპტის მომზადების ინსტრუქცია:

1. თავდაპირველად კუბიკებად დაჭერით გაფრცქვნილი ბადრიჟანი, შემდეგ კი დააყარეთ მარილი და დატოვეთ ასე წვენის გამოსვლამდე, შემდეგ კარგად გაწურეთ.
2. ტაფაში ჩაასხით ცოტა ზეთი, შემდეგ ჩაყარეთ ბადრიჯანი და შეწვით მსუბუქად, ასევე დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი თავდახურული დატოვეთ  15 წუთის განმავლობაში. მოთუშეთ დარბილებამდე და შუა პროცესში დაუმატეთ 1 კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
3. მომზადებული ბადრიჯანი მოათავსეთ თასში.
4. მაგარი ყველი გახეხეთ, პარალელურად კი დაალბეთ პური რძეში და შემდეგ დანაყეთ ნიორი.
5. გაციებულ ბადრიჯანს დაუმატეთ გახეხილი ყველი, კვერცხი, პური, საფანელი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, მარილი და პილპილი.
6. მოზილეთ ფარში და შემდეგ დაყავით გუნდებად.

7. გუნდები უნდა გააბრტყელოთ და თითოეულზე მოათავსოთ რბილი ყველის ნაჭერი, შემდეგ კი ისე გადაახვიოთ, რომ ყველი აღარ გამოჩნდეს.
8. მომზადებულ მასალებს მიეცით კატლეტის ფორმა და ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში, შემდეგ კი შეგიძლიათ შეწვათ ზეთში. აღნიშნული ინგრედიენტები გათვლილია მინიმუმ 15 ცალ კატლეტზე.

Facebook კომენტარები
Loading...