ახალი კარტოფილი არაჟნით – ამ რეცეპტით სეზონის საუკეთესო დიასახლისი გახდებით

1753
Loading...
ამ რეცეპტით კერძის მოსამზადებლად ეს ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
  • 500 გრამი ახალი კარტოფილი
  • 50 გრამი გახეხილი ყველი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • 1 ჩაის კოვზი ზეთი
  • 0,5 ჩაის კოვზი ფქვილი
  • პილპილი და მარილი

მომზადების წესები ასეთია:

გაფცქვნილი კარტოფილი უნდა დაალაგოთ ზეთწასმულ ლითონის ფირფიტაზე ერთ ფენად. პარალელურად გაამზადეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი კამა. ჯამში აურიეთ არაჟანი და ფქვილი და არევის პროცესში დაუმატეთ პილპილი და მარილი. შემდეგ ჩაუმატეთ გამზადებული ნიორი და კამა. მიღებული სოუსი მოასხით კარტოფილს და ამის მერე შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. 20 წუთის მერე ღუმელიდან გამოუღებლად მოაყარეთ კარტოფილს გახეხილი ყველი. 30 წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ კი კერძს მოაყარეთ კამა და გემრიელად მიირთვით.

Facebook კომენტარები
Loading...