როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები

28
aviabiletebi

ტურიზმის სფეროში უამრავი დეტალის გათვალისწინება გჭირდებათ, რათა ყველაზე დაბალფასიანი ავია ბილეთების ყიდვა მოახერხოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები სწორედ ამ სიაშია მოცემული. თუმცა, თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Avia.Ge-ს საძიებო სისტემაც, რომელიც ავტომატურად დაგაზოგინებთ რამდენიმე წუთში საკმაოდ დიდ თანხას, რადგან სახლიდან გაუსვლელად შეგარჩევინებთ ყველაზე დაბალ ფასიან ბილეთებს უმარტივესი ინტერფეისის წყალობით.

 

იყავით მზად გამგზავრების თარიღის შესაცვლელად

სამუშაო სეზონის დასრულების შემდეგ მშვიდად თითქმის ვერავინ ელოდება სამოგზაუროდ გასაფრენი რეისის დღის მოსვლას. ხშირად ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რადგან თქვენი უახლოესი თავისუფალი დღე შეიძლება ავია კომპანიებისთვის ყველაზე დატვირთული და ძვირადღირებული თარიღი აღმოჩნდეს. შესაბამისად, მზად უნდა იყოთ იმისათვის, რომ მაგალითად პარასკევის მაგივრად ოთხშაბათს გაფრინდეთ. როგორც წესი, არასტანდარტული კვირის დღეების განმავლობაში ავია კომპანიები ავია ბილეთებზე უფრო დაბალ ფასს აწესებენ.

სწორად განსაზღვრეთ ჩასაფრენი აეროპორტის ლოკაცია

დაბალფასიანი ავიაბილეთების შეძენა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. თუკი თქვენ აპირებთ იაფი მომსახურებით ცნობილი ავიაკომპანიებით სარგებლობას, მაშინ მათ მიერ მითითებულ დანიშნულების ადგილს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ყოველთვის აჯობებს, თუკი სასურველ ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარე აეროპორტს მონიშნავთ ჩაფრენის ლოკაციად. ასეთი დეტალის გათვალისწინებით თქვენ თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ სასტუმრომდე მისასვლელ ზედმეტ ხარჯებს დაზოგავთ და უფრო იაფად ესტუმრებით დანიშნულების ადგილს.

ყურადღება მიაქციეთ ფასდაკლებებს

ხშირად ავია კომპანიები რამდენიმე თვით ადრე ცნობილ და ხშირ რეისებზე ფასდაკლებებს აცხადებენ. კარგი იქნება თუ თქვენთვის ნაცნობი და საინტერესო ავიაკომპანიების საინფორმაციო ელექტრო ფოსტის ბაზაში გაწევრიანდებით. ამ გზით თქვენ ყოველთვის დროულად გაიგებთ ყოველი ახალი აქციის შესახებ, რამაც შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხა დაგაზოგინოთ საბოლოო ჯამში.

შეარჩიეთ გადასაჯდომი რეისები თვითონ

ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც გრძელ დისტანციაზე მოსიარულე ტურისტები უშვებენ, შედარებით ძვირი გადასაჯდომი რეისის შერჩევაა. ხშირად თქვენ შეგიძლიათ პირველი რეისის მსგავსად, გადასაჯდომი რეისის დრო და თარიღიც თვითონ შეარჩიოთ. ასეთი ხერხით შესაძლოა მარტივად დაზოგოთ საკმაოდ დიდი თანხა, თანაც თუკი დროის მენეჯმენტი გეხერხებათ და უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყანაში შეჩერდებით, შეიძლება დამატებით კიდევ ერთი ქალაქი უფასოდაც დაათვალიეროთ გადასაჯდომი აეროპორტის ირგვლივ.

 

Facebook კომენტარები
avia biltebi