ჩვენს ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული!შუბლი დაკავშირებულია შარდის ბუშტთან და წვრილ ნაწლავთან_ მიზეზი: ზედმეტი ცხიმისა და დაუმუშავებელი საჭმლის მიღება, ასევე სტრესი, ძილის დეფიციტი, შაქრისა და ალკოჰოლის მიღება ანელებს მონელებას. მკურნალობა: სვით ბევრი წყალი, უარი თქვით ალკოჰოლზე, ჭამეთ ნედლეული საკვები, კარგი ძილი კი გარანტირებული იქნება.

წარბებს შორის ადგილი დაკავშირებულია ღვიძლთან_ მიზეზი: ხორცის გადაჭარბებული მიღება. შეიძლება გაქვთ ალერგია რამე ინგრედიენტზე. კუჭი ბევრს მუშაობს და ვერ იღებს დასვენებას. მკურნალობა: ორგანული, ახალი და სასარგებლო საჭმლის მიღება, სუფთა ჰაერი და მედიტაცია.

ხაზი წარბებს შორის დაკავშირებულია თირკმელებთან_
მიზეზი: სუსტი გული, სისხლის ცუდი მოძრაობა, მოწევისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღება. მკურნალობა: შეამცირეთ ალკოჰოლის, კოფეინის მიღება. სვით ბევრი სუფთა, ახალი წყალი.

ცხვირი დაკავშირებულია გულთან_ მიზეზი: სისხლის ცუდი მოძრაობა, გაზები, შებერილობა, დაბინძურებული ჰაერი, მაღალი არტერიული წნევა. მკურნალობა: თქვენ უნდა დაარეგულიროთ არტერიული წნევა და ქოლესტერინის დონე. ასევე უნდა ჩაიტაროთ ორგანიზმის დეტოქსიკაცია მწვანე ჩაის დახმარებით. ხშირად დაკავდით ფიზიკური აქტივობებით.

ლოყების ზედა ნაწილი დაკავშირებულია ფილტვებთან_
მიზეზი: მოწევა, ასთმა, დაბინძურებული ჰაერი. მკურნალობა: მოერიდეთ მოწევას და დაბინძურებულ ჰაერს. დაიწყეთ ვარჯიში.

ლოყები დაკავშირებულია ფილტვებთან და თირკმელებთან_ მიზეზი: ცუდი კვება, სტრესი, შაქრის გადამეტებული მიღება და მოწევა. მკურნალობა: რაციონიდან ამოიღეთ არაჯანსაღი საკვები.

პირი და ნიკაპი დაკავშირებულია კუჭთან_ მიზეზი: დიდი რაოდენობით იმ პროდუქტების მიღება, რომელიც შეიცავს ცხიმებსა და შაქარს, ასევე – ალკოჰოლის, კოფეინის მიღება. სტრესი. მკურნალობა: თქვენი რაციონი უნდა დააბალანსოთ ჯანსაღი საკვებითა და ხილით.

ყბა და კისერი დაკავშირებულია ჰორმონებთან_ მიზეზი: ორგანიზმის დეჰიდრაცია, მარილიანი საჭმლის ჭამა, კოფეინის ან სანელებლების მიღება.

მკურნალობა: თქვენ უნდა სვათ ბევრი წყალი, შეამციროთ კოფეინი და მარილიანი საჭმელი.

Facebook კომენტარები