თირკმელები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ორგანოა ადამიანისთვის. ის სისხლს ტოქსინებისგან, მიკრობებისა და ინფექციებისგან ასუფთავებს. ასევე თირკმელები უზრუნველყოფენ წყლისა და მარილის ბალანსსა და არტერიულ წნევას. როგორც ამბობენ „ადამიანი ჯანმრთელია მაშინ, თუ მისი თირკმელებიც ჯანმრთელია“.აი როგორ კლავთ თქვენს თირკმელებს!

 ალკოჰოლი და მოწევა

სიგარეტი და ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. საზიანო ჩვევები აუარესებს თირკმელების მუშაობას. ეს უკანასკნელი კი ამ დროს ცდილობს ორგანიზმიდან ტოქსინები განდევნოს.
ლამაზად მოწევა და ალკოჰოლის დალევა მხოლოდ კინოშია, ცხოვრებაში კი ეს გკლავთ!

 ძილის უკმარისობა

ზუსტად ღამით უმჯობესდება თირკმლის ქსოვილი. თქვენ კი თუ ცოტა ხანს გძინავთ, იცოდეთ, ეს ორგანოს მუშაობის შეფერხებას გამოიწვევს.

 კოფეინის დიდი რაოდენობით მიღება

აი რატომ ვერ გძინავთ… კოფეინი, რომელსაც ყავა შეიცავს, დიდი რაოდენობით საზიანოა მთელი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით თირკმელებისთვის. მას აქვს ძლიერი შარდმდენი თვისებები, ორგანიზმს დეჰიდრირებულს ტოვებს, თირკმელები კი ამის გამო ზედმეტად მუშაობენ.

ცხოვრების პასიური სტილი

თუ სამსახურში ჯდომა გიწევთ, ეს თირკმელებისთვის დამატებით პრობლემას წარმოქმნის. რათა სისხლის ცირკულაცია აღიდგინოთ, ყოველ საათში პატარა ვარჯიშები შეასრულეთ.

B6 ვიტამინის უკმარისობა
თირკმელებმა კარგად რომ იმუშავონ, თქვენ ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ В6 ვიტამინის 1.3 მლ. ის გვხვდება ფრინველის ხორცში, თევზში, კარტოფილში და მრავალ პროდუქტში, გარდა ციტრუსისა.

შარდის შეკავება

შარდის შეკავებას შეუძლია გამოიწვიოს თირკმელების მუშაობის შეფერხება.

ნატრიუმის გადაჭარბებული მიღება

თუ თქვენ მარილს ბევრს მიირთმევთ, ეცადეთ ეს ჩვევა დაივიწყოთ. თირკმელი არეგულირებს წყლისა და მარილის ბალანსს, ამ დროს კი მან შეიძლება თავი ვერ გაართვას თავის სამუშაოს. მოზრდილი ადამიანისთვის მარილის მიღების საშუალო რაოდენობა 5-6 გრამია.

დიეტა

დიეტა წვავს ცხიმს, „აშიშვლებს“ თირკმელებს. შედეგად კი ორმაგ დარტყმას ვიღებთ: ერთი მხრივ, იფილტრება სისხლი ბალანსის დარღვევასთან ერთად და მეორე მხრივ, ვერ ვიღებთ საკვებ ნივთიერებებს.

ცილის ზედმეტი მიღება

ზედმეტი ცილები თირკმელების მუშაობის ზრდას იწვევს. თუ თირკმელი მიღებულ ცილებს ვერ გაუმკლავდება, შეიძლება კენჭები წარმოიქმნას.

 წყლის არასაკმარისად მღება
თირკმელების სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის დალევა.

Facebook კომენტარები