Vairkoseti

წავიკითხე კუჭის წყლულის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი. მე მათგან სრულიად განსხვავებული რეცეპტი მაქვს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე.

21 დღე ვსვამდი კოთხუჯის ნაყენს, შემდეგ გავიკეთე ენდოსკოპია განმეორებით და წყლული აღარ აღმომაჩნდა. ექიმები გაოცდნენ. ეს იყო 2004 წელს. მას შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა ვცდილობ, დიეტური საკვებით ვიკვებო.

ახლა კი რეცეპტს შემოგთავაზებთ: 100 გ კოთხუჯის ფესვებს დაასხით 500 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი. დადგით 2 კვირა, გაწურეთ ორმაგ დოლბანდში და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. აჯობებს თუ უწყლოდ დალევთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს. იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, უხდება გულის აჩქარებას.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Vairkoseti