Vairkoseti

მქონდა სისხლდენა სწორი ნაწლავიდან. მალე კვანძებიც შევნიშნე. მივხვდი, რომ ბუასილი იყო. ექიმთან მისვლა მომერიდა და გადავწყვიტე, თავად მემკურნალა.

მეზობელმა მასწავლა, რომ ასეთ დროს კარგი ყოფილა მარწყვბალახას ნაყენის მიღება. ნაყენი ასე მზადდება: მარწყვბალახას 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყალი. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და შემოდგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით. გაწურეთ 2 ფენა დოლბანდში და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

მიიღეთ თითო ს/კ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასე ვსვი ნაყენი 3 კვირა და საუკეთესო შედეგი მომცა. თანაც ვგრძნობ, რომ ნაღვლის ბუშტზეც ძალიან მომიხდა. წელის ტკივილიც მაწუხებდა და შედარებით უკეთ ვგრძნობ თავს. ასე რომ, ეს ნაყენი უებარი საშუალება გამოდგა.

ექიმის კომენტარი: მარწყვბალახა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის 10-40 სმ სიმაღლისა იზრდება, ხარობს ნესტიან ნიადაგზე. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ფისს, გლიკოზიდებს. აქვს შემომგარსავი, ანთებისა და სისხლდენის საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, სუსტი ამოსახველებელი და ნაღველმდენი ეფექტი. გამოიყენება ფა- ღარათის, გასტრიტის, კოლიტის, ფილტვიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღრძილებიდან და საშვილოსნოდან სისხლდენის, პოდაგრის, რევმატიზმის, ანგინის, კანის დაავადებების, ჰემოროის, კანზე ნახეთქების სამკურნალოდ. უკუჩვენებები არ გააჩნია.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Vairkoseti