ახალგაზრდობიდან მანუხებს კუჭი. გამუდმებით მქონდა უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ზოგჯერ ტკივილიც. მიჭირდა საჭმლის მონელება. მივხვდი, რომ მძლევდა. მალევე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მივხვდი უნდა გავცნობოდი საკუთარ პრობლემას და მესწავლა მასთან ერთად ცხოვრება,  დავინტერესდი იმ მცენარეული საშუალებებით, რომლებიც გასტრიტის დროს გამოიყენებოდა, ამიტომ დავიწყე ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის — გასტრიტის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ხალხურ მეთოდებს მივმართე. გიზიარებთ გამოცდილებას იქნებ თქვენც დაგეხმაროთ ეს ყოველივე!იაფი ავიაბილეთები avia.geვისაც კუჭის მჟავიანობა მომატებული გაქვთ, სასარგებლოა უზმოზე ახალგამოწურული კარტოფილის წვენის (2 ს/კ: 2 ს/კ წყალი) სმა. აჯობებს, თუ კარტოფილის წვენს ცოტახნით დააყოვნებთ,რომ სახამებელი დაილექოს და ზედა ფენა დალიეთ. სვით 4 დღის განმავლობაში. შემდეგ მისი დოზა 3 ს/კ-მდე გაზარდეთ, უნდა განაზავოთ შემდეგ ცოტა  წყალში. მკურნალობის კურსი 2 კვირა. ჩაიტარეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ასევე გირჩევთ,უზმოზე მიირთვათ შვრიის (ჰერკულესის) ფაფა. კვების რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი კერძები, შაქარი, მჟავე პროდუქტი, ალკოჰოლი, ნაყინი; ხილის წვენები განაზავეთ წყლით, მიირთვით მხოლოდ თბილი საკვები.

ხოლო თუ კუჭის მჟავიანობა დაბალი გაქვთ,უზმოზე ჭამეთ კომბოსტოს 2-3 ფოთოლი,დღეში სამჯერ დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ასკილის ნაყენი, რომელსაც დამატებული აქვს 1-2 ს/კ ლიმონის წვენი. კარგად მოქმედებს ასევე ჭარხლის წვენი.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები