ქერტლის გამო მცვიოდა თმა. არანაირმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ერთმა მოხუცმა მასწავლა: „ბირკავას ფესვები ადუღე შესქელებამდე ისე, რომ ფესვები მცირედ ჩაიხარშოს, წყლის ნაწილი კი აორთქლდეს. გააცივე ნახარში, გაწურე, ჩაასხი და ჭურჭელში . ამ ნახარშით დაისველე თმა ყოვედღიურად. თმა დარბილდება, ქერტლი ქრება თმა ძალზე სწრაფად იწყებს ზრდას“. ასეც მოვიქეცი.შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.იაფი ავიაბილეთები avia.geექიმის კომენტარი: ქართულ ხალხურ მედიცინაში ბირკავა გამოიყენებოდა კუჭ-ნაწლავის დაავადებების, რევმატიზმის სამკურნალოდ. თანამედროვე ფარმაკოლოგიაში იგი მოხსენიებული არ არის, თუმცა ხალხური მედიცინის ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებში ვნახულობთ მონაცემებს მისი თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ. მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი სწორადაა ჩამოყალიბებული და მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ბირკავას ახალი მოთხრილი ფესვები უნდა გაყინოთ და ამ სახით შეინახოთ წლის განმავლობაში გამოსაყენებლად. ამგვარად, იგი მეორე შემოსვლამდე გაძლებს. სითბოში კი სწრაფად ლპება.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები