ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის საკუთარი ორგანიზმის ენა და თვითონვე შეუძლია მისი დახმარება. მთავარია, ყური მივუგდოთ ჩვენს სხეულს. საუკეთესო დამხმარენი კი მცენარეული წამლებია.

შარშან ზამთარში ფილტვების ანთება გადავიტანე, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ იმუნიტეტი საგრძნობლად დამიქვეითდა და ახალ-ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. მივხვდი, საჭირო იყო ორგანიზმი გამეძლიერებინა. მოვიძიე რეცეპტი, რომლის მიხედვით მომზადებული ნაყენი აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებსა და ნერვებზე, არეგულირებს ნაწლავების მუშაობას, ხსნის სპაზმებს და ანთებით პროცესებს აცხრობს.იაფი ავიაბილეთები avia.geრეცეპტი: 200-300 გ ნედლი სალბის ფოთლებს (გამხმარი ფოთლების გამოყენებაც შეიძლება) დაასხით 1 ლ თეთრი ღვინო. თავდახურული ჭურჭელი დადგით გრილ, ბნელ ადგილას ორი კვირა, დროდადრო შეანჯღრიეთ. ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 2-3 ს/კ ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში. ნაყენის მიღების შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობ. თითქოს ძალა მომემატა. ვისაც ადვილად გერევათ გრიპი, გირჩევთ, მიიღოთ ეს წამალი.

ექიმის კომენტარი: სალბის ფოთლები შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ორგანულ მჟავებს, P და PP ვიტამინებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებს და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს. მცენარის ნაყენს აქვს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული თვისებები — ანადგურებს გრამდადებით ბაქტერიებს, შედარებით ნაკლებად – გრამუარყოფით მიკროორგანიზმებსაც. სალბის პრეპარატები ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ აქტიურობას, ხსნის სპაზმებს, აქვეითებს ოფლის გამოყოფას. სალბის ნაყენს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების დროს სავლებად და ინჰალაციისთვის, აგრეთვე კანის ჩირქოვანი და ანთებითი პათოლოგიების, ჭრილობების, წყლულების, მსუბუქი დამწვრობებისა და მოყინვის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში სალბის ნაყენს უნიშნავენ კუჭისა და ნაწლავების ქრონიკული ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების, სპაზმების დროს. ამ მცენარის პრეპარატების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი კუჭის მომატებული მჟავიანობის დროს. სალბი შედის ცისტიტებისა და კლიმაქსის სამკურნალო მცენარეული ნაკრებების შემადგენლობაშიც კი.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები