9 წლის წინათ, ორსულობისას, სახეზე (უმთავრესად – შუბლსა და ღაწვებზე) მოყავისფრო ლაქები გამიჩნდა. ვერაფრით მოვიშორე . გავიდა წლები. ერთხელ დასასვენებლად წაღვერში წავედით. ღვთისნიერი დიასახლისი შეგვხვდა, გამხმარი ქრისტესისხლა მომცა და პირობა ჩამომართვა , რომ მის რჩევას ყურს დავუგდებდი. თბილისში დავბრუნდით თუ არა, ნაყენი მოვამზადე და ვიმკურნალე. შედეგმაც არ დააყოვნა — ლაქები გამიფერმკრთალდა.იაფი ავიაბილეთები avia.geაი ეს რეცეპტი: ქრისტესისხლას გამომშრალ ფოთლებს დაასხით არაყი (პროპორციით 1:5), 1 თვით დადგით სითბოში და გაწურეთ. დაასველეთ ნაყენში ბამბის ტამპონი, დაიდეთ პიგმენტურ ლაქაზე და შეიხვიეთ. კომპრესი 15-20 წუთის შემდეგ მოიხსენით და სახეზე გრილი წყალი შეისხით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ, დადებითი ეფექტის მიღებამდე.

ექიმის კომენტარი: ქრისტესისხლა ყაყაჩოსებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 25-100 სმ. ხევსურეთში იგი სისხლაბალახას, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ცხენისოფას სახელით არის ცნობილი. ღერო და ფოთლები შეიცავენ ნარინჯისფერ რძეწვენს. ეს საკმაოდ ცნობილი მცენარე მართლაც, რომ გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით!.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები