საშუალება, რომელიც ინფექციებს, დამწვრობას და სიწითლეს ეფექტურად და მარტივად ებრძვის!! ამ მხრივ კალანჰოე ნამდვილი აღმოჩენაა..

მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ. შარშან ფეხი დავიწვი, გამიჩნდა ბუშტუკები, ფართოვდებოდა. ძალიან შემეშინდა და გაუფრთხილებლობით გავიხეთქე. როგორც ჩანს, ინფექცია შემეჭრა იმ ადგილას ფეხი დამისივდა და შემიწითლდა, სიარული მიჭირდა. სიწითლე სულ უფრო იზრდებოდა. მეზობლებს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. ერთმა მეზობელმა კი,რომელიც სამკურნალო მცენარეებს ამრავლებს, მომიტანა ქოთნით კალანჰოე და მასწავლა, როგორ უნდა გამომეყენებინა. ახლა თქვენც გაგიზიარებთ ამ საოცარ სამკურნალო რეცეპტს:იაფი ავიაბილეთები avia.geმცენარეს რამდენიმე ფოთოლი მოვატეხე, კარგად გავრეცხე ცივი წყლით, ავაძრე თხელი ფენა, დავიდე შესივებულ ადგილზე და შევიხვიე. შეშუპება და სიწითლე ჩამიცხრა, ჭრილობიდან გამონადენიც შეწყდა — კალანჰოემ თითქოს ყველაფერი გამოიტანა ფეხიდან. გაოცებული დავრჩი ასეთი ეფექტით. მას შემდეგ კალანჰოე მეც მოვამრავლე და ამ მცენარეს ყოველთვის ვიყენებ ჭრილობების, კანის ინფექციების, დაჩირქებული უბნების სამკურნალოდ. სხვებსაც ვეხმარები თუ ვინმეს მსგავსი პრობლემები აქვს.

ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა კალანჰოეს ახალგამოწურული წვენის ჩაწვეთება ცხვირში სურდოს და გრიპის დროს.

ექიმის კომენტარი: კალანჰოე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ფოთლები შეიცავს პოლისაქარიდებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და ფლავონოიდებს. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევისას დადგინდა, რომ კალანჰოეს წვენი ტოქსიკური არ არის, ხელს უწყობს თერმული დამწვრობების და ჭრილობების შეხორცებას, ამუხრუჭებს ანთების ექსუდაციური ფაზის განვითარებას, თრგუნავს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნას. ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით კალანჰოეს წვენი რეკომენდებულია გარეგანი ხმარებისთვის კანის ანთებითი და დამწვრობითი პათოლოგიების დროს. კალანჰოეს წვენს წარმატებით იყენებენ ქირურგიულ პრაქტიკაში ჩირქოვან-ნეკროზული პროცესების, წვივის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების სამკურნალოდ.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები