მინდა შემოგთავაზოთ ლამბლიების საწინააღმდეგო ეფექტური რეცეპტი, რომლის დამზადებაც საკმაოდ მარტივია, თუმცა ეფექტი უდაოდ გასაოცარი..

ამ რეცეპტის  კი საჭიროა, რომ ხორცსაკეპ მანქანაში გაატაროთ 0,5 ჭიქა ნიორი, დაასხათ 250 გ არაყი და დადგათ ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, ხშირ-ხშირად შეანჯღრიეთ. მიიღეთ თითო ჩ/კ დილით, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ნაყენის მიღებისთანავე ცოტა ხნით უნდა დაწვეთ.იაფი ავიაბილეთები avia.geდღის განმავლობაში ამის გარდა უნდა მიიღოთ მეჭეჭიანი არყის ხის ფოთლების ნაყენი. 1 ს/კ ნორჩ ფოთლებს დაასხით ჭიქაზე ოდნავ მეტი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ 2-3 წუთი, დადგით თავდახურული 40 წუთი, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, 15- 20 დღის განმავლობაში. ნაყენის მიღება უმჯობესია ჭამამდე 20 წუთით ადრე. ლამბლია ჭიები ორგანიზმიდან გამოიდევნება! გვერწმუნეთ და სცადეთ აუცილებლად..

ექიმის კომენტარი: ლამბლიოზი განსაკუთრებით ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. ეს მცირე ზომის პარაზიტი ადამიანის სანაღვლე გზებში იბუდებს, მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის კუჭ-ნაწლავის სისტემას და მთელ ორგანიზმს. ხშირად მშობლები ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ლამბლიოზია. დაავადების დიაგნოსტირებაც რთულია — ერთჯერადი ანალიზის უარყოფითი პასუხი სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვს ლამბლიოზი არ სჭირს, რადგან პარაზიტს განვითარებისა და გამრავლების გარკვეული პერიოდები აქვს. თუ ანალიზის აღების მომენტი ლამბლიების სანაღვლე გზებიდან ნაწლავებში გადმოსვლის პერიოდს არ დაემთხვა, განავლის ანალიზში შეიძლება ეს ჭიები არც კი აღმოჩნდეს.

მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი უსაფრთხო და უვნებელია ორგანიზმისთვის. ნიორი ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც პარაზიტული დაავადებების სამკურნალო საკმაოდ ეფექტიანი საშუალება.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები