ხშირად ფილტვების ანთების ან ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ხანგრძლივად რჩება ხოლმე ხველა, რომელსაც ვერაფერს ვშველით. არადა, ეს არც ისე ძნელი ყოფილა.

გაგაცნობთ რეცეპტს და მისი მომზადების ხერხსაც:  2 ჭიქა რძეში უნდა მოხარშოთ 4 ცალი დაქუცმაცებული ლეღვის ჩირი. სვათ თითო ჭიქა ცხელ-ცხელი ნახარში დღეში 2-ჯერ ჭამის შემდეგ.

გამოდგება თხილიც: 100 გ უნდა გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაამატოთ ამავე რაოდენობის თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ ჭამის დროს 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ. მე ამ რეცეპტებს ხშირად ვიყენებ და თითქმის ყოველთვის კარგ შედეგს ვიღებ, ამიტომ თქვენც გირჩევთ. მარტივად და ეფექტურად იმკურნალეთ სახლის პირობებში!იაფი ავიაბილეთები avia.geექიმის კომენტარი: 1. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი რაოდენობით კი შაქრებს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა, 30-40%-საც კი მიაღწიოს. ლეღვი იოლი მოსანელებელია. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გაგვიაქტიურებს. მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს — ინტენსიურად გამოდევნის წიდებს და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს.

ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლ- ძარღვთა დაავადებების სამკურნალოდაც. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები