შაკიკი – განმეორებადი, მწვავე თავის ტკივილია, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ცალმხრივია და პულსირებადი. მისი ხანგრძლივობაა 4 საათიდან 72 საათამდეა. სახელწოდება წარმოსდგება სიტყვიდან ,,მიკრაცია’’, რომელიც დასაბამს იღებს ბერძნული სიტყვიდან ,,ჰემიკრანია’’ (თავის ნახევარი), რაც ტკივილის ცალმხრივობაზე მიუთითებს. შაკიკი გავრცელებული დაავადებაა. მხოლოდ ამერიკაში შაკიკით 3 მლნ-მდე ადამიანი იტანჯება.იაფი ავიაბილეთები avia.geიმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა არ შეგექმნათ თქვენს ორგანიზმში უნდა იყოს ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12. ორივე მათგანი ხელს უშლის ანემიის განვითარებას და თავის მხრივ აღარც შაკიკი არ ვითარდება.

აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ასპირინს მიიღებთ ეს ფოლიუმის მჟავას დონეს ორგანიზმში დაადაბლებს და იმის მაგივრად, რომ თავის ტკივილმა გაგიაროთ, მდგომარეობას კიდევ უფრო გაირთულებთ.

იმისთვის, რომ შაკიკმა არ შეგაწუხოთ თქვენს ორგანიზმში რკინა უნდა იყოს, ამიტომ გირჩევთ, რომ ხშირად მიირთვათ ლობიო, თხილეული, თხის ყველი, ავოკადო, მარცვლეული, შავი შოკოლადი.

პირიდოქსინი: ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – აძლიერებს იმუნიტეტს, ამცირებს ინფარქტის, ინსულტის, ათეროსკლეროზის განვითარების საფრთხეს, არეგულირებს არტერიულ წნევას. მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების და ცხიმების ცვლაში, სისხლის წარმოქმნის პროცესში, ამაღლებს ტვინის მუშაობის ეფექტურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას. უზრუნველყოფს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას.

B6-ის დეფიციტი ვლინდება დერმატიტით, მეხსიერების და ყურადღების გაუარესებით, თავის ტკივილით, ანემიის განვითარებით, მადის დაკარგვით, ნერვული სისტემის დარღვევით.

იმისთვის, რომ შაკიკმა არ შეგაწუხოთ აღნიშნული ვიტამინი თქვენი ორგანიზმისთვის საჭიროა, ამიტომ თქვენ მისი შემცველი საკვები უნდა მიიღოთ, მაგ: მარცვლეული, თხილი, ისპანახი, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ლობიო, მარწყვი, ლიმონი, ფორთოხალი, კვერცხი, თევზი.

აღსანიშნავია, რომ ქალები მამაკაცებზე ხშირად ავადდებიან შაკიკით (მამაკაცებში 45 წლის შემდეგ, ხოლო ქალებში მენოპაუზის დადგომისას).

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები