“როდესაც მეხსიერებამ მკვეთრად დაიწყო გაუარესება, მაშინვე ეს ნაყენი დავლიე! მდგომარეობა კი უკეთესობისკენ შეიცვალა, ნომრებსაც მშვენივრად ვიმახსოვრებ”..

ყურადღება მიაქციეთ კვებას — მეხსიერებისა და, საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას ამინმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას. საინტერესოა რას გვთავაზობს ამ კუთხით ხალხური მედიცინა?!..იაფი ავიაბილეთები avia.ge

მეხსიერების გასაუმჯობესებლად ბებიაჩემი ყოველწლიურად სვამდა ნივრის სპირტიან ნაყენს. როგორც ამბობდა, ეს ნაყენი უებარია მეხსიერებისათვის. იგი 95 წლის გარდაიცვალა და მართლაც შესაშური მეხსიერება ჰქონდა. მას არასოდეს ჰქონია წნევა. აი, ეს რეცეპტიც: 40 გრამ ნიორს დაასხით 100 გ სპირტი. მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში. დაუმატეთ პიტნის წვეთები (გემოსათვის). მიიღეთ 10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დარწმუნებულნი ვართ თუ არ დაიზარებთ და სისტემატურად გამოიყენებთ ამ საშალებას თქვენი მეხსიერება ნამდვილად გაუმჯობესდება! ამისათვის კი საჭიროა რომ ცადოთ …

ექიმის კომენტარი: ნივრის სპირტიანი ნაყენი სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ რეცეპტთა შორის არაერთგზის გვხვდება, როგორც ათეროსკლეროზული პროცესის ეფექტური დამამუხრუჭებელი საშუალება. ათეროსკლეროზი კი ტვინის სკლეროზული გადაგვარების საფუძველი, აგრეთვე, ჰიპერტონიული დაავადების (წნევის) პათოგენეზური მექანიზმია. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ნაყენი ზოგჯერ აღიზიანებს კუჭს და თუ კუჭ-ნაწლავის დაავადება გაწუხებთ, ფრთხილად უნდა მიიღოთ იგი.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები