ვიმკურნალოთ ბროწეულით“ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ ბროწეულის წვენი უებარი საშუალებაა ჰემოგლობინის ასაწევად, მაგრამ, თურმე იგი ათეროსკლეროზსაც ებრძვის. გარდა ამისა, სასარგებლოა ბროწეულის ქერქის ნახარში. ჩემს მეუღლეს აწუხებდა ღვიძლი და სახსრები. ვასვი ეს ნახარში და უკეთესობა მალევე იგრძნო:

2 ჩ/კ ბროწეულის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 30 წუთი ადუღეთ წყლის ორთქლზე, გაწურეთ 2-3 ფენა დოლბანდში, დაამატეთ მდუღარე წყალი ისე, რომ 1 ჭიქამდე შეავსოთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა ნახარში 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე”

ექიმის კომენტარი: ბროწეული საკმაოდ მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: შეიცავს 14%-მდე ასკორბინის მჟავას (C ვიტამინს), ორგანულ მჟავებს, შაქარს, ტანინს. სასარგებლოა ბროწეულის ახალგამოწურული წვენი — იგი აუმჯობესებს სისხლძარღვთა ტონუსს, გარდაქმნის „ცუდ“ ქოლესტერინს „კარგ“ ქოლესტერინად, ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით, ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის აწევას, აუმჯობესებს კანის, ღვიძლის, თირკმელების, ფილტვების, ელენთის, ფარისებრი და წინამდებარე ჯირკვლების რეგენერაციის პროცესს. ტკბილი ჯიშის ბროწეული სასარგებლოა ფაღარათისა და თირკმლის ჭვალის დროს.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები