მატიტელას სიკეთე“მაწუხებდა წელის ტკივილი, დროდადრო მემატებოდა წნევა, მაწუხებდა კუჭიც გამოკვლევის შემდეგ მითხრეს, ეროზია გაქვსო. დავიწყე მატიტელას ნაყენის სმა. ძალიან მომიხდა წნევა მომიწესრიგდა, წელის ტკივილმა გამიარა, კუჭიც აღარ მაწუხებს. ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ ერთ მცენარეს ასეთი მრავალგვარი ეფექტი აღმოაჩნდა.”

სასუნქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ თავდახურული 15 წთ-ის განმავლობაში წყლის აბაზანაში.

გააცივეთ 1-2 სთ, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თთო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ცხელი წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თავდახურული, 10 წუთის განმავლობაში.

გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (0,5 ლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

ექიმის კომენტარი: ხალხური მედიცინა მატიტელას კარგად იცნობს. სამკურნალოდ იყენებენ მთლიან ბალახს, ფესვიანად. მას აგროვებენ ყვავილობის ჟამს და ჩრდილში ახმობენ. მატიტელა შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, C ვიტამინს, გლუკოზას. გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად, უპირატესად გინეკოლოგიურ პრაქტიკაში.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები