Vairkoseti

კრაზანა საკმაოდ გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. შესაბამისად სხვადასხვა მხარეში მას სხვადასხვა დასახელებით იცნობენ.

ფშავში მას ჩაის ყვავილს ეძახიან, ხევსურეთში – უჟმურის ბალახს, იმერეთში –კერჟანას, თავცეცხლას, გურიაში – ცოცხობეს, მესხეთში, ჯავახეთში კი- ნეგოს…ხალხურ მედიცინაში მას საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ , ძველად მასზე მკურნალები იმასაც ამბობდნენ, რომ „როგორც ფქვილის გარეშე არ შეიძლება პურის გამოცხობა, ასევე კრაზანას გარეშე არ შეიძლება მრავალი ავადმყოფობის მკურნალობა“.

კრაზანას ნაყენს იყენებენ როგორც გამოსავლებ საშუალებას გინგივიტების და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით ჭრილობების მოსაშუშებლად. აგრეთვე პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.

კრაზანს ხმარობენ ნაღვლსადენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყარის და სხვა დაავადებების დროს. მწვანე მცენარეს ხელში სრესენ და იდებენ გარედან დაჟეჟილობის დროს და სისხლის დენის შესაჩერებლად.

კრაზანას ნაყენი: კრაზანას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გ (1,5 სუფრის კოვზი) ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური, ადუღეთ  წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ქალის სასქესო ორგანოების ანთების, შარდის ბუშტის, თირკმელებისა და შარდსადენი გზების დაავადების დროს.

გვერდითი მოვლენები: კრაზანას ნაყენის ხანგრძლივი დროით გამოყენება რეკომენდებული არაა. ის ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებული არაა. ასევე ადამიანს შეიძლება ინდივიდუალური შეუწყნარებლობა ჰქონდეს.

კრაზანას შიგნით გამოყენება რეკომენდებული არაა ორსული ქალებისთვის და მაღალი ტემპერატურის მქონე დაავადებების დროს. კრაზანას სპირტიანი ნაყენი შეუთავსებელია ყავასთან და შოკოლადთან, ასევე შებოლილ და დამარინადებულ პროდუქტებთან.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები
Vairkoseti