თუ თქვენც გაწუხებთ წნევა და მასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა მაგალითად არითმია. მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ჩვენი ერთგული მკითხველის გამოცდილებას და გაიზიაროთ ძალიან ეფექტური და ამსთანავე უებარი ტრადიციული რეცეპტები..“მაწუხებს წნევა, ზოგჯერ ისეთი მაღალი მაქვს, გაზომვაც კი ჭირს. გული ზოგჯერ თითქმის მიჩერდება, ზოგჯერ კი ისე სწრაფად მიცემს, ლამის მკერდიდან ამოხტეს. ექიმები მეუბნებიან, არითმიასთან ბრძოლა იოლი არ არისო. მართლაც, ბევრი წამალი ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა. ვკითხულობდი უამრავ ფიტოთერაპიულ ლიტერატურას. შევარჩიე რამდენიმე რეცეპტი, რომელთაც რეგულარულად ვიყენებ.

არ ვიცი, მართლა მომიხდა თუ თავი დავირწმუნე მარგო-მეთქი, მაგრამ აშკარაა, რომ გაცილებით უკეთ ვარ. მინდა მკითხველსაც შევთავაზო ეს საშუალებები.

გულის რიტმის დარღვევის დროს: წმინდად გახეხილი შავი ბოლოკის წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და აურიეთ. სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში. როცა გული მიფრიალებს, თალგამის ნახარშს ვსვამ და ძალიან მშველის: 2ს/კ დაკეპილ თალგამს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ხარშეთ 15 წუთი, გაწურეთ, სვით 0,5 ჭიქა 4-ჯერ შენელებული რიტმის დროს: 0,5 კგ გახეხილ ლიმონს შეურიეთ თანაბარი რაოდენობის თაფლი და 20 ცალი გაფცქვნილი და დანაყილი გარგრის კურკის გული. მიიღეთ თითო ს/კ ჭამამდე, 2-ჯერ დღეში.

შენელებული გულისძგერის დროს კარგია, აგრეთვე, ფიჭვის წიწვის ნაყენი: 60 გ ფიჭ- ვის წიწვის წვერებს დაასხით 300გ არაყი, 10 დღე დადგით მზეზე. მიიღეთ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.”

ექიმის კომენტარი: უპირველეს ყოვლისა, მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ გულის რიტმის დარღვევა საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა და მისი თვითმკურნალობა სარისკო საქმეა. არითმია ვითარდება ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებების, ენდოკრინული პათოლოგიების ან მიოკარდიუმის დაზიანების შემთხვევაში. ამიტომ ასეთ პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

რაც შეეხება აღნიშნულ მცენარეულ საშუალებებს, ის ორგანიზმისთვის უვნებელია და თუკი ეს მსუბუქი თერაპია მოგიწესრიგებთ მდგომარეობას, ცუდი ნამდვილად არ იქნება. მხოლოდ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ, შავი ბოლოკის მიღება არ შეიძლება.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:არსებობს კარგი მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად, მათი ბუნებრივი ელასტიურობის აღსადგენად აბების გარეშე.

Facebook კომენტარები