დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგაცნოთ და აღმოგაჩენინოთ ქონდარის სასარგებლო თვისებები, რომელთა შესახებაც შესაძლოა ბევრ თქვენგან წარმოდგენაც კი არ აქვს.
კერძოდ, მკითხველის გამოცდილების საფუძველზე გაგაცნობთ თუ რა შეუძლია უმარტივეს რეცეპტს, და რამდენად ეფექტურია ის ტოქსინებთან საბრძოლველად..“სამი დღე ფეხზე შეციებისას ან მწარე და ნიგვზიანი კერძების მიღებისას მიღიზიანდებოდა ელენთა და ნაღვლის ბუშტი (ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაკეთებული მაქვს), მუცელი მებერებოდა, მეწყებოდა ჭვლები მუცელში და საშინელი ტკივილები მქონდა.

ერთმა ექიმბაშმა მასწავლა: ჩვეულებრივი ქონდარი მოხარშე, როგორც პიტნის ჩაი, დაშაქრე და ძლიერი ტკივილის დროს წყლის მაგივრად სვიო. ასეც მოვიქეცი. მხოლოდ სამი დღე აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ყველა სიმპტომი მომხსნოდა — შვებით ამოვისუნთქე. ბევრ ადამიანს, ვისაც სიცივეში გარეთ დგომა უწევს, ალბათ, აწუხებს მსგავსი ტკივილები. გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა, სვან მოხარშული ქონდრის ნაყენი 10 დღე. მეტი სასურველი არ არის, რადგან სმენაზე მოქმედებს”.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:არსებობს კარგი მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად, მათი ბუნებრივი ელასტიურობის აღსადგენად აბების გარეშე.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები