შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სამკურნალო მალამოს რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ სახსრებისა და ზურგის მტანჯველი ტკივილებისგან. მალამო აფართოებს სისხლძარღვებს, რაც ხელს უწყობს ანთების საწინააღმდეგო უჯრედების ტრანსპორტირებას სხეულის დაზარალებულ მხარეში.მოგაწვდით მცირე ინფორმაციას, თუ რა სარგებელი მოაქვს მალამოს შემადგენლობაში შემავალ პროდუქტებს ორგანიზმისთვის.

ხელნაკეთი მალამოს ძირითადი ინგრედიენტი ქოქოსის ზეთია, რომელიც ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

კაკაოს ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს  და აგრეთვე ბევრ სხვა სასარგებლო საკვებ პროდუქტებს. ის უპრობლემოდ აღწევს კუნთებში.

ჯანჯაფილი სანელებელია, რომელიც დღემდე ეფექტურად გამოიყენება აიურვედულ და ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. ის გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.

მალამო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გაგათავისუფლებთ სახსრებისა და კუნთების მტანჯველი ტკივილებისგან.

მალამოს მოასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ქოქოსის ზეთი 60 მლ, კაკაოს ზეთი 55 მლ, ფუტკრის ცვილი 60 გრ, კაიენის წიწაკა 2 ჩ. კ., კურკუმა 1 ჩ. კ., ჯანჯაფილი 1 ჩ. კ., პიტნის ეთერზეთის 10 წვეთი, 120-150 მილიგრამიანი მინის ჭურჭელი.

მომზადების წესი: ქოქოსის ზეთი, კაკაოს ზეთი, დაჭრილი ცვილი მოათავსეთ პატარა ქვაბში და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ დაამატეთ კაიენის წიწაკა, კურკუმა,  ჯანჯაფილი და კარგად აურიეთ. მოცემული მასა გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და დაამატეთ პიტნის ეთერზეთის წვეთები. მომზადებული ნაზავი გადაიტანეთ მინის ქილაში და დაახურეთ ხუფი. მალამო შეინახეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 8-10 დღე.

გამოყენების წესი: მალამოს გამოყენების დროს რეკომენდებულია გაიკეთოთ ხელთათმანები, რადგან შეიძლება  კურკუმამ ხელები და ფრჩხილები გაგიყვითლოთ.

მალამო შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე და შემოიხვიეთ ცელოფანი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დაითბუნეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

აუცილებლად სანახავი:არსებობს კარგი მეთოდი სისხლძარღვების გასაწმენდად, მათი ბუნებრივი ელასტიურობის აღსადგენად აბების გარეშე.

Facebook კომენტარები