“შაქრიანი დიაბეტი რამდენიმე წლის წინათ აღმომაჩნდა, ძალიან ბევრი ვინერვიუ- ამის გამო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დიაბეტი ცხოვრების წესია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას უკავია. სირთულე არაფერია , მთავარია, იცოდე, როგორ მართო საკუთარი დაავადება.გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე. 

ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე, 18-20 ძირი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატა- რეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნე- ლეში 4-5დღით. ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არგადაგყვეთ), დაამატეთ სპირტი — 100 გ: 2 ჩ/ჭ და წამალიც მზადაა. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.

ნაყენს ვიღებთ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო  დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, წვეთი მიუმატეთ, სანამ 15-მდე არ ახვალთ. თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს,  შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ იქნება საჭირო და- მერე კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ.  3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.

შაქრის დონის მოწესრიგება ასეც შეიძლება: 500 გ სიმინდის მარცვალი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ. თავი ხახვი გაფცქვენით,გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

Facebook კომენტარები