დაქვეითებული მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია – დიდი ხნის წინათ დამისვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი. ვიცი, რომ ამის მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მიმეგნო ისეთი მცენარეული საშუალებისთვის, რომელიც მდგომარეობას გამიუმჯობესებდა. ვიპოვე კიდეც ასეთი საშუალება – შტოშის ნაყენი:4 ს/კ შტოშის ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 2 საათის განმავლობაში თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა. შემდეგ დაისვენეთ 1 თვე და კურსი ისევ გაიმეორეთ.

ამ მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ ხოლმე, აღარ ვარ მოდუნებული, წონაც თანდათან მიმცირდება, თუმცა რაციონს არ ვცვლი, მიწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა. ჩემი ორგანიზმი იოდს უკეთ ითვისებს, ამის მისახვედრად კი იო- დის ტესტს ვიტარებ ხოლმე: კანზე ვიკეთებ იოდის ბადეს. თუ ბადე ძალიან მალე გაქრა (სამ საათზე უფრო ნაკლებ დროში), ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს იოდი ნამდვილად აკლია. თუ ბადის გაქრობას სამი-ოთხი საათი დასჭირდა — ეს კარგი შედეგია. ამ ტესტს მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ვიტარებ და ცვლილებას ნამდვი- ლად ვგრძნობ.

მკურნალობის შემდეგ მიწესრიგდება წნევაც. ნაყენის მიღება ყველას შეუძლია, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი დიაგნოზია ჰიპოთირეოზი და არა ჰიპერთირეოზი (ჯირკვლის ფუნქციის მომატება).

ექიმის კომენტარი: შტოში ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება შეიცავს კაროტინს, ასკორბინის მჟავას, P ვიტამინს, ეთერზეთს, ვაშლისა და ლიმონმჟავებს, შაქრებს, პიგმენტებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. შტოშის ნაყოფი გამოიყენება, როგორც პოლივიტამინური საშუალება ავიტამინოზის დროს . მის ვაჟინს იყენებენ რევმატიული ტკივილის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. აქვს შარდმდენი და საფაღარათო მოქმედება. მისი ნაყენი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა სწორედ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, შტოშის ნაყენი უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს, თუკი მკურნალობის პროცესში მას დამხმარე საშუალებად გამოვიყენებთ.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Facebook კომენტარები