დღეს ყველამ კარგად იცის, რომ სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა . ის სისხლძარღვთა კედლებში ეგრეთწოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება. მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია.ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოთათვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია.

“ადამიანისთვის ყველაზე საშიშია ისეთი სიბერე, ნაადრევად რომ დააუძლურებს, შრომისა და სიცოცხლის ხალისს დაუკარგავს. ბევრი სამედიცინო წიგნი წამიკითხავს ამ თემაზე და დავასკვენი, რომ ორგანიზმის დაბერების საფუძველს ქოლესტერინის სიჭარბე და ათეროსკლეროზი წარმოადგენს. წლების განმავლობაში ვეძებდი რეცეპტს, რომელიც ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის გამომადგებოდა. ვიპოვე კიდეც. ამ რეცეპტით მომზადებული ნაყენის მიღების შემდეგ ვიგრძენი, რომ ორგანიზმი მძიმე ტვირთისგან გამითავისუფლდა, მომეხსნა სისუსტე, მომიწესრიგდა წნევა, გამიუმჯობესდა გულის მუშაობა. მჯერა, რომ ჩემი რეცეპტი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ამიტომ მინდა, იგი თქვენც გაგიზიაროთ:

აიღეთ 100-100 გ გვირილა, კრაზანა, ნეგო, არყის ხის კვირტი, დაფქვით, აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაახურეთ თავი. საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი, გაფილტრეთ. 1 ჭიქა გამონაწურში აურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და ძილის წინ დალიეთ. დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე შეათბეთ, შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველ- დღე, სანამ ნარევი არ გამოგელევათ.

ნაყენი ასუფთავებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტიანია ორგანიზმის დასუსტების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის, ათეროსკლეროზისა და წნევის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ 5 წლის შემდეგ.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:Როგორ განვსაზღვროთ მაღალი ქოლესტერინი სისხლში? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ნორმაში იყოს მუდამ?!

Facebook კომენტარები