Vairkoseti

ფეხების ოფლიანობა ერთ-ერთი მეტად შემაწუხებელი პრობლემაა. მართლაც, რა უსაიმოვნოა ზამთარ-ზაფხულ სისველის შეგრძნება და მძაფრი სუნი.საქმე ის არის, რომ ტერფებზე უამრავი საოფლე ჯირკვალია, ბაქტერიათა მოთესვა-გამრავლების გამო კი ოფლი უსიამოვნო სუნს იძენს. საოფლე ჯირკვლებს, რაღა თქმა უნდა, ვერაფერს ვუზამთ, სუნის მოცილება კი შეიძლება, მით უმეტეს, სპეციალისტთა რეკომენდაციების შესრულება არც ისე ძნელია.

უსიამოვნო სუნის მოცილების ყველაზე მარტივი გზა ფეხების ხშირი ბანაა. თითქოს ამაზე იოლი რა უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი ტერფებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და შხაპის მიღების დროსაც კი ავიწყდება მათი გასაპვნა, რის გამოც ფეხისგულებზე უამრავი ბაქტერია რჩება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხები დღეში რამდენიმეჯერ უნდა დაიბანოთ, უმჯობესია, ცივი წყლით, ზამთარშიც კი.

ვიდრე ფეხსაცმელს ჩაიცვამდეთ და შინიდან გახვიდოდეთ, კარგად დაბანილ და გამშრალებულ ფეხებზე სურნელოვანი ტალკი დაიყარეთ ის ტენს იწოვს და კანს და- ზიანებისაგან იცავს.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ფეხის ოფლიანობის დროს:ამ საშინელებას თავს დააღწევთ მუხის ქერქის მეშვეობით. მკურნალობისთვის დაგჭირდებათ 2 შეკვრა მუხის ქერქი (აფთიაქში ნაყიდი) და ბორის მჟავას 10 პაკეტი.

მიყევით მკითხველის რჩევას: “დილით ტერფებზე ვიფრქვევდი ბორის მჟავას. ფხვნილს ვისვამდი მსუბუქი მოძრაობით (შეზელა არ შეიძლება) ისე, რომ თანაბრად გადამენაწილებინა ტერფის ზედა მხარეს და თითებს შორისაც. შემდეგ ვიცვამდი წინდებს და ასე დავდიოდი მთელი დღე. საღამოს ფხვნილს ჩამოვიბანდი ხოლმე თბილი წყლით.

დაძინების წინ ფეხებზე ვიყრიდი წმინდად დაფქულ მუხის ქერქს, ვიცვამდი სუფთა წინდებს და მთელი ღამე მეძინა წინდებით. დილით ფეხებს ცივი წყლით ვიბანდი. ასე ვაკეთებდი 10 დღე და საუკეთესო შედეგი მივიღე. ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს. მათ ვურჩევ, მისდიონ ჩემს რჩევას და აუცილებლად დააღწევენ თავს ამ უსიამოვნო სიმპტომს.”

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:ქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Facebook კომენტარები
Vairkoseti