მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც სწრაფად გაგათავისუფლებთ თავის ძლიერი ტკივილებისგან. იყო პერიოდი, როცა წნევა ძალიან მაღლა მიწევდა, რომელიც ძალიან მაწუხებდა, მეწყებოდა თავის ძლიერი ტკივილი, სპაზმები, ღებინება, თავბრუსხვევა. და როდესაც უკვე არც ერთმა მედიკამენტმა არ მიშველა, გადავწყვიტე მიმემართა ხალხური მედიცინისთვის. იმ დროს ისეთი შეწუხებული ვიყავი, რომ ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებდი, ოღონდ კი მტანჯველი მდგომარეობისთვის თავი დამეღწია.ახლობელმა მირჩია მემკურნალა მარილის ხსნარით. მაშინ ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, რადგან დაუჯერებლად მეჩვენებოდა, მაგრამ, როცა ტკივილებმა ძალიან შემაწუხა, იძულებული გავხდი ეს საშუალებაცგამომეყენებინა. შედეგით თვადაც გაოგნებული დავრჩი ამას ნამდვილად არც მე ველოდი! ახლა კი თქვენ გიზიარებთ ამ რეცეპტს

როგორ მოვამზადოთ ხსნარი: 250 მლ წყალი გააცხელეთ 60-70 გრადუს ტემპერატურაზე და დაამატეთ 2 ჩ. კ. მარილი. ნარევს კარგად მოურიეთ. მიიღებთ  8%-იან ხსნარს.

ხსნარის გაციებამდე მოამზადეთ საფენი, რომელიც 8 ფენა მარლისგან შედგება. საფენის სიგანე შუბლის სიგანის უნდა იყოს, ხოლო სიგრძე-თავის გარშემოწერილობის. დაიბანეთ შუბლი, ყურები და ცხვირი თბილი წყლით. შემდეგ საფენი მარილის ხსნარით გააჯერეთ, მსუბუქად გაწურეთ, შუბლზე დაიდეთ და თავზე შეემოიხვიეთ და შემდეგ კიდევ პირსახოცი შემოიხვიეთ. დაწექით და ნახვევი დაიტოვეთ მანამდე, სანამ თავის ტკივილი არ გაგივლით. მე ტკივილმა მალე გამიარა, მაგრამ საფენი 2 საათით დავიტოვე. საფენი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ხანგრძლივობით დაიტოვოთ.

ძალიან საინტერესოა, როგორ შეუძლია ასეთ მარტივ საშუალებას წნევის დარეგულირება და თავის საშინელი ტკივილების აღმოფხვრა. თუმცა შედეგი ცხადყოფს, რომ ამ საშუალებამ შედეგი ნამდვილად გამოიღო!

ასე რომ გირჩევთ, გამოიყენოთ ეს მეთოდი თქვენც. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ არ ინანებთ!.

Facebook კომენტარები