წყალბადის ზეჟანგი უძლიერესი საშუალებაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მეხმარება. დღევანელ სტატიაში მსურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია ამ იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტის გამოყენების ალტერნატიული გზების შესახებ.წყალბადის ზეჟანგი ბაქტერიების მტერი: ჩაიწვეთეთ ყურში 3 წვეთი წყალბადის ზეჟანგი და თავი დააღწიეთ გაციებას; დაგიგროვდათ ყურში გოგირდი? ამ პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ წყალბადის ზეჟანგი. ჩაიწვეთეთ 2-3 წვეთი წყალბადის ზეჟანგი და გათავისუფლდით საცობისგან.

პესტიციდების გამოდევნა: 60 მლ წყალბადის ზეჟანგი დაამატეთ 700 მლ წყალს და მომზადებულ ნარევში გაავლეთ გარეცხილი ხილი, ბოსტნეული და გაანადგურეთ პესტიციდების კვალი.

ანადგურებს მიკრობებეს: 0, 5 ლ წყალბადის ზეჟანგი გააზავეთ 3, 5 ლ წყალში. მიღებული ნარევი მიკრობების გასანადგურებლად ეფექტური აეროზოლია; ათეთრებს კბილებს: 2 ჩ. კ. წყალისა და 1 ჩ. კ. წყალბადის ზეჟანგის ნარევი გამოივლეთ კბილების გახეხვის შემდეგ.

ფრჩხილების გათეთრება: გაიწმინდეთ ფრჩხილები წყალბადის ზეჟანგით გაჯერებული ბამბის ტამპონით; წყალბადის ზეჟანგი თმის გამაღიავებელი საშუალებაა.

კბილის ტკივილს დაგიწყნარებთ ქოქოსის ზეთისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევის გამოვლება. წყალბადის ზეჟანგი ეფექტურად ასუფთავებს კანს ფერიმჭამელებისგან და ანიჭებს მბზინვარებას.

მოამზადეთ უმარტივესი ნარევი, რომელიც მოგაშორებთ მაზოლებს. თანაბარი რაოდენობით თბილი წყლისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევში გაჯერებული ბამბა დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურა გაიმეორეთ მაზოლების სრულ გაქრობამდე.

წყალბადის ზეჟანგით გარეცხეთ თქვენი კბილის ჯაგრისი და გაანადგურეთ მასზე არსებული მიკრობები.

ლაქების ამომყვანი საშუალება: ქსოვილის დაზიანებულ ადგილზე დაასხით წყალბადის ზეჟანგი, დააყოვნეთ 1 წუთი და შემდეგ ცივ წყალში გაავლეთ.

ცხოველების დამცველი. თუ თქვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობარი მოწამლულია, წყალბადის ზეჟანგი დაუმშვიდებს მათ კუჭს და გამოიწვევს გამწმენდ ღებინებას.

წყალბადის ზეჟანგი აქტიურად გამოიყენება სახლის დასუფთავებისთვის როგორც უსაფრთხო და ეფექტური საშუალება.

კონტაქტური ლინზების გამწმენდი საშუალება: ჩააწყვეთ წყალბადის ზეჟანგში ლინზები და დატოვეთ დილამდე.

მათეთრებელი საშუალება: ჩაალბეთ თეთრეული და დაამატეთ 220 მლ წყალბადის ზეჟანგი, დააყოვნეთ 30 წუთი, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

წყალბადის ზეჟანგს დაამატეთ თეთრი ძმარი და მომზადებეული ნარევით შეგიძლიათ გაანეიტრალოთ ქსოვილზე გამჯდარი ნებისმიერი სუნი. ქსოვილი ჩაალბეთ ხსნარში და შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ. ობის საწინააღმდეგო საშუალება: წყალბადის ზეჟანგი შეასხურეთ ობით დაზიანებულ ადგილზე, დააყოვნეთ 10 წუთი და შემდეგ გაწმინდეთ.

გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი მინების გასაწმენდად და შედეგით თქვენ თვითონ ისიამოვნებთ.

დასაჭრელი დაფების სადეზინფექციო საშუალება: გაწმინდეთ თქვენი დაფები წყალბადის ზეჟანგით და გაანადგურეთ მასზე არსებული ბაქტერიები.თუ თქვენ საყვარელი ქვაბი გაგიფუჭდათ და ვერ აშორებთ მიმწვარ საჭმელს, არ ინერვიულოთ. სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნარევი ამ პრობლემას მარტივად მოგიგვარებთ.

პირის ღრუს ჰიგიენა: გამოივლეთ წყალბადის ზეჟანგი და მოიშორეთ ბაქტერიული ინფექციები, მიკრობები და წყლულები.

ოთახის მცენარეების მკურნალი: აიღეთ 1 წილი წყალბადის ზეჟანგი და 32 წილი წყალი. მომზადებული ნარევით მორწყეთ ყვავილები. ის ეფექტურად მოქმედებს მცენარის ფესვებზე

ანტიბაქტერიული საშუალება: გაიწმინდეთ ხელები წყალბადის ზეჟანგით, რომელიც ნებისმიერ ანტიბაქტერიულ საპონზე ეფექტური საშუალებაა.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ იაფი და ეფექტური საშუალება, რომელიც მრავალი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ზაფხულში იღლიების ჭარბოფლიანობას.

Facebook კომენტარები