ბაბუაწვერით მკურნალობა: ამ მცენარეს უმეტესობა სარეველად თვლის. ამასთან, ყვითელი ბაბუაწვერის ყვავილი დიდი ხანია ფასდება სამკურნალო თვისებებით. იგი გამოიყენება მცენარეულ მედიცინაში ინფექციების სამკურნალოდ, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს და ასევე, როგორც შარდმდენი საშუალება.იცოდით რომ, ეს ბალახი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს? დადასტურებულია ბაბუაწვერის ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც, რომლებიც ხელს უწყობენ ართრიტის მკურნალობას, პოდაგრს, ბაბუაწვერა გაგათავისუფლებთ კრუნჩხვებისგან და თავის ტკივილებისგანაც. ამისათვის გააკეთეთ ზეთი ბაბუაწვერის ყვავილებისგან, რომლითაც მტკივნეულ ადილებს დაიმუშავებთ.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ დაამზადოთ ბაბუაწვერის ზეთი. იგი ითვლება სხეულზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრ საშუალებად.

ბაბუაწვერის ზეთი: მცენარეების შეგროვება უნდა მოხდეს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში, საავტომობილო გზებისა და დიდი ქალაქებისგან მოშორებით.

ინგრედიენტები: 500 გრ ბაბუაწვერის ყვავილები 1 ლიტრი ცივი ხარისხიანი მცენარეული ზეთი

მომზადება: მშრალ, მზიან ამინდში შეაგროვეთ ბაბუაწვერას ყვავილები და ჩადეთ 1,5 ლიტრიან ქილაში. ქილა შეავსეთ ზემოდან მცენარეული ზეთით-მთლიანადა და მოათავსეთ თბილ, მზიან ადგილას 3 კვირის განმავლობაში; მას შემდეგ, რაც ყვავილები გაყავისფრდება, გადაწურეთ ზეთი დოლბანდში და შემდეგ უკვე მოათავსეთ სტერილიზებული მუქი მინის ჭურჭელში. სამკურნალო ზეთი შეინახეთ გრილ ბნელ ადგილას.

ეს ბაბუაწვერის ექსტრაქტი ხელს შეუწყობს ღვიძლის დაავადებებსა და ნაღვლის ბუშტის ქვების გაქრობას, ხშირ ყაბზობას, როგორც ქოლეროტიკას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს (გასტრიტი, კოლიტი). თქვენ უნდა მიიღოთ ეს საშუალება 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამის დროს.

სახსრების ტკივილის დროს აუცილებელია მტკივანი ადგილების ზეთით დღეში 2-3-ჯერ შეზელვა – ის იმოქმედებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი. ეს მალამო ასევე ეხმარება ჰერპესს, ეგზემას, ჭრილობებს, დამწვრობას და მწერების ნაკბენებს.

ბაბუაწვერა ღვიძლისთვის მეტად სასარგებლო და საზოგადოდ მეტად უსაფრთხო მცენარეა. ის დადებითად მოქმედებს ღვიძლის უჯრედებზე (ჰეპატოციტებზე), აუმჯობესებს მათ მდგომარეობას, აქვს ნაღველმდენი ეფექტი. ამ მიზნით შეგიძლიათ დალიოთ მცენარის ნახარში, ან კიდევ შეიძინოთ და გამოიყენოთ მისი ექსტრაქტი (სითხე).

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები