მარმუჭი, რომელსაც ზოგი დათვბალახას, ზოგი კი კურდღლის კომბოსტოსაც ეძახის საკმაოდ სასარგებლო მცენარეა.გაგიზიარებთ ერ ერთი მომხმარებლის ისტორიას, რომელიც ამ მცენარის დიდად კმაყოფილია. “ამ მცენარემ უშველა ჩემს დას, რომელსაც მარჯვენა საკვერცხეზე საკმაოდ დიდი ზომის კისტები აღმოუჩინეს. როგორც სპეციალისტებმა აგვიხსნეს, კისტების წარმოშობის მიზეზი ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის დარღვევა ყოფილა.

ისიც გვითხრეს, რომ მის ასაკში ოპერაცია სასურველი არ იყო, რადგან მოსალოდნელი იყო კისტების განმეორებითი ჩამოყალიბება. ჩემი და წლების მანძილზე მკურნალობს მედიკამენტებით და პარალელურად იღებს მარმუჭის ნახარშს, რომელიც, მართალია, კისტებს ვერ აქრობს, მაგრამ პრეპარატებთან ერთად შეაჩერა მათი ზრდა.”

აიღეთ 100გ დაქუცმაცებული ნედლი ბალახი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით 4 საათი, გადაწურეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ ნატურალური თაფლი და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი სამი კვირაა. ათდღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ. მკურნალობის პერიოდში, გირჩევთ, რაციონი გაამდიდროთ ბროკოლით. ეს კომბოსტოს ნაირსახეობაა, რომელიც ახალწარმონაქმნებს აქტიურად ებრძვის.

იგი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ინდანოლ-3-კარბინოლს – ნივთიერებას, რომელიც სასტიკად უსწორდება ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნურ უჯრედებს, ამასთან, ბრძოლისას ერთგვარ გადარჩევას ახდენს – ანადგურებს სიმსივნურს, ჯანმრთელ უჯრედებს კი ხელუხლებელს ტოვებს.

შემიძლია ისიც დავამატო, რომ მარმუჭი საკმაოდ სწრაფად აქრობს ცისტიტის თანხმლებ ტკივილებს. შვებას პირველივე დღეებში იგრძნობთ, ორი-სამი კვირის შემდეგ კი დაავადება შეგიძლიათ დაივიწყოთ.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები