დაფნის ფოთოლი ყველასთვის კარგად ნაცნობი ინგრედიენტია სამზარეულოში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მარადმწვანე მცენარის ფოთლები უამრავი სამკურნალო მიზნით გამოიყენება.დაფნის ფოთლებისგან ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დაფნის ზეთი, რომელიც უამრავ სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებას შეიცავს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გამოიყენება სახის კანისა და თმის მოვლის მიზნითაც, აუმჯობესებს ღვიძლის, თირკმლის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას.

ჰიპოკრატე მცენარის ყველა ნაწილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, როგორც შიგნით მისაღებად, ასევე გარედან.

დაფნის ფოთლების შემცველობა: ლიგნანურ გლიკოზოიდები, ალკალოიდები, მუცინები, მწარე ნივთიერებები, ტანინები და ფისი. ტანინების და სხვა აქტიური ნივთიერებების გარდა მასში 3 %-მდე ეთერზეთი შედის, რომელიც ძირითადად ცინეოლისგან (70 %) შედგება.

ამის წყალობით დაფნას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბევრი თვისება აქვს და გამოიყენება როგორც ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიფუნგალური საშუალება.

დავაადებები, რომელთა დროს ის შეუდარებელია მკურნალია: თავის ტკივილი და შაკიკი; საჯდომი ნერვის პრობლემა; შეშუპება; ხვრინვა; სისუსტე და მოთენთილობა; ცისტიტი; კუნთოვანი დაღლილობა; მუცლის შებერილობა და გაზები; ართრიტი

მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დაფნის ფოთლისგან ჩაი უნდა დაამზადოთ.

ინგრედიენტები: 30 გრ მშრალი დაფნის ფოთოლი; წყალი

მომზადების მეთოდი: აადუღეთ წყალი და გამომშრალი ფოთლები დაუმატეთ. რამდენიმე წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, თავზე დაახურეთ და გააგრილეთ. თაფლი გემოვნებით დაუმატეთ. გირჩევთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, დალიოთ.

სარგებელი ჯანმრთელობისთვის: ის A, C ვიტამინების, მაგნიუმის, მანგანუმის, კალიუმის, რკინის და კალციუმის შესანიშნავი წყაროა; დაფნა საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხმარება და მწვავე ტკივილს, მუცლის შებერილობას და კუჭის წყლულს კურნავს.

დაფნის ეთერზეთი ართრიტით გამოწვეულ ტკივილს ამცირებს. ამისთვის მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ. ეთერზეთი (3%) მცენარეულ ზეთში გააზავეთ; ქერტლს აშორებს. ამისთვის თმაზე დაფნის ფოთლის შემცველი ხსნარი გადაივლეთ.

დაფნის ფოთოლს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს და კანის ინფექციის განკურნება შეუძლია. უბრალოდ დაზიანებულ ადგილზე დაფნის ფოთლის ნაყენით გაჟღენთილი თბილი კომპრესი დაიდეთ.

დაფნის ფოთლის ჩაი ძალიან სასარგებლოა რესპირატორული დაავადებების, ხველის, გაციების და გრიპის დროს. დაფნა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც შაკიკის დროს ტკივილს ამსუბუქებს. რატომ აქვს ასეთი ტკივილგამაყუჩებელი თვისება უცნობია, მაგრამ ეს შეიძლება რამდენიმე ნივთიერებასთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც თრომბიციდებიდან სეროტონინს გამოყოფენ.

დაფნის ფოთლის ნაყენი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და დიაბეტის სამკურნალოდ ძალიან სასარგებლოა; ასევე კუნთოვანი ტკივილის მოსახსნელად და გასაახალგაზრდავებლად 5 დაფნის ფოთოლი 1 ლ წყალში აადუღეთ და ნახარში აბაზანას დაუმატეთ. აბაზანაში 15 წუთით გაჩერდით და მოდუნდით.

გაფრთხილება! დაფნის ფოთლის გარე გამოყენებამ შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, როგორიც არის დერმატიტი. ეთერზეთი და ნახარში ორსულმა და მეძუძურე დედებმა, ასევე ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Facebook კომენტარები