დიდი ალბათობით ყველასათვის კარგად ნაცნობია სარეველა მცენარე- სამყურა, რომელიც შესაძლოა ძალიან ხშირად შეგვხვდეს საკუთარ ეზოებში კი. თუმცა ნაკლებად ვართ დარწმუნებულნი იმაში,რომ მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ასევე ბევრა იცოდეს.მისი უნიკალური თვისებების წყალობით მას ხშირად იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორებიცაა: მხედველობის დარღვევა, ყურებში ხმაური, ნევროზი, დეპრესია, ამასთანვე თავის ტკივილებისა და ხასიათის ცვლილებების სამკურნალოდაც.

ის რაც ამ მცენარეს ასეთ საოცარს ხდის არის, ის, რომ მკურნალობისთვის მცენარის ყველა ნაწილი გამოიყენება: როგორც გამომშრალი მცენარე, ასევე მისი წვენი და ნაყენიც კი. მცენარეს აჭრიან ყვავილებს, აქუცმაცებენ ფაფის მიღებამდე და ჭყლეტენ წვენის მისაღებად.

როგორ მკურნალობენ სამყურათი: მცენარის წვენს ურევენ არაყს 1:3 პროპორციით, რათა დიდხანს ინახებოდეს და მთელი ზამთრის განმავლობაში ეყოთ. მაგრამ, თუ მკურნალობა სამყურას აყვავების პერიოდში მიმდინარეობს, მაშინ მოერიდეთ სპირტს და მხოლოდ ახალდაწურული წვენი მიიღეთ.

მას შემდეგნაირად ამზადებენ: სამყურას ყვავილებს აქუცმაცებენ ან ბლენდერში თქვეფენ, შემდეგ 5 ს.კ. მომზადებულ ბალახის მასას ურევენ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს. 10 წუთში წვენს გადაწურავენ მარლის რამდენიმე ფენაში და მზადაა.

სამყურას წვენი გვეხმარება გაციების დროს, არეგულირებს ტემპერატურას, არბილებს ხველას, წმენდს სასუნთქ გზებს. ბრონქიტის, ტრაქეიტისა და პნევმონიის დროს შესანიშნავი დამხმარეა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მიიღეთ 1 ს.კ. სამყურას წვენი დღეში 7ჯერ.

სამყურას წვენი განსაკუთრებით სასარგებლოა ქალბატონებისთვის. იგი დადებითად მოქმედებს მათზე, ვისაც მენსტრუალური ტკივილები, საშვილოსნოსშიდა სისხლდენა, ანემია ან კლიმაქსის პერიოდი აქვს. ქალბატონებმა დღეში 5 ს.კ. წვენი უნდა მიიღონ 1 თვის მანძილზე. სამყურათი ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა შეთანხმდეს ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებთან.

აქვე გვახსოვდეს, რომ სამყურას წვენი – ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის ინტოქსიკაციას. თუმცა, ეს მცენარე პანაცეა არაა ყველა დაავადებისგან. სრული განკურნებისთვის აუცილებელია კომპლექსური მკურნალობის კურსის გავლა.

როგორც ნებისმიერ სხვა წამალს, ამ საშუალებასაც აქვს თავისი უკუჩვენებები: შეწყვიტეთ მისი მიღება კუჭის ტკივილის ან დიარეის დაფიქსირების შემთხვევაში, არასასურველია მისი მიღება მაშინაც, თუ გულის დაავადებების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობილება გაქვთ. სამყურას ბალახი, ასევე, ფეხმძიმეთათვისაც აკრძალულია.

სამყურა ზრდის მჟავიანობას, ამიტომ მოერიდეთ მას, თუ გასტრიტი ან წყლული გაწუხებთ.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Facebook კომენტარები