მალე სავაჭრო ცენტრებსა თუ ბაზრებში  გასაყიდად გამოვა ხურმის ახალი მოსავალი, რომელი თავისი გემოვნური თვისებებით ამ სეზონზე საკმაოდ აქტუალური ხილია. ის უყვართ როგორც ასაკოვან ხალხს, ასევე ახალგაზრდებასაც.არომატული თვისებების გარდა, ის საკმაოდ ეფექტურ სამკურნალო ნივთიერებებსაც შეიცავს. მათ შორისაა:

ორგანიზმის აღმდგენი თვისებები: გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკვები შეიცავს შემდე ორ ნივთიერებას, როგორებიცაა პოლიმენოლი და კატეხინი- მათი დამსახურებით ხურმას აქვს ანთების საწინააღდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები.

ხოლო რაც შეეხება ნარინჯისფერ პიგმენტს- ბეტა კაროტინს. მას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია  რესპირატორული სისტემის ორგანოებზე, რაც ხელს უშლის გართულებების განვითარებას, განსაკუთრებით პნევმონიის და ბრონქიტის დროს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს: ხურმა ასევე შეიცავს ორ მთავარ ნივთიერებას კალიუმს და მაგნიუმს, რომელთა მაღალი შემცველობის გამო, ხურმა ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს ნივთიერებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ჩართულნი არიან გულის კუნთოვანი უჯრედების მეტაბოლიზმში და აძლიერებენ მათ.

ამ ნივთიერებების საშუალებით ასევე რეგულირდება მიოკარდიუმის მოქმედების ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი ავარიდოთ არითმიას და გულის უკმარისობას.

უროლოგია: ხურმა შეიცავს მაგნიუმს,რომელიც ხელს უწყობს სხეულისდან ნატრიუმის მარილების გამოდევნას და ათავისუფლებს თირკმელებს. მას აქვს ასევე, შარდმდენი და მატონიზირებელი თვისებები.

ანემია: ამ ერთ ერთ ყველაზე გავრცლებულ დაავადებას ეფექტურად ეწინააღმდეგება ხურმა, რადგან ნაყოფის დიდი ნაწილი შეიცავს რკინას. ამ ნივთიერების არსებობა ყველას ორგანიზმისტის საკმაოდ მნიშნელოვანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის მომავალი დედები პირველ რიგში არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ხშირად განიცდიან ამ ნივთიერების დანაკლისს.

კიბოს წინააღმდეგ: ხურმა ხელს უშლის სიმსივნის ზრდას. პიგმენტური ხილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ შეიცავს ნივთიერება ბეტა კაროტინს, რომელიც ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია და ამასთანავე  თავისუფალი რადიკალების უჯრედულ სტრუქტურებს ებრძვის.

ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხურმასაც გააჩნია თავისი უკუჩვენებები. გავითვალისწინოთ ისინი და მისი მიღებისას დავიცვათ დოზირება.

სიმსუქნე და დიაბეტი: ხურმა შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ამიტომ არ არის რეკომენდირებული ჭარბი წონის მქონე და დიაბეტით დაავადებულ ადამიანთათვის.

სამ წლამდე ბავშვებისთვის: 3 წლამდე ასაკის ბავშვებმა უკეთესია, რომ არ მიირთვან, რადგან ამ ასაკში ნორმალურად არ წარმოიქმნება კუჭის წვენი. ამის გამო, ამ ხილის მიღებამ შეიძლება მუცლის ტკივილი გამოიწვიონ.

ალერგია: იოდის შემცველობის გამო, ხურმამ შესაძლოა სხვადასხვა ალერგიული რეაქციები გამოიწვიონ. იოდის ალერგია უფრო ხშირია ბავშვებში, მაგრამ თუ ეს ფიქსირდება ზრდასრულ ადამიანში, შესაძლოა საქმე ბევრად გართულებული იყოს.

რჩევა: გაყინული ხურმა მთლიანად მოიშორებს ასპირინს. თუ სუფთა ხილს ცოტა უსიამოვნო გემო ჰქონდა, გაყინვის შემდეგ ეს ხარვეზები გაქრება მთლიანად. ეს, სხვათა შორის, გააუმჯობესებს გემოსაც და დასაგემოვნებლად უფრო ტკბილი იქნება კიდეც.

როგორ გავყინოთ სწორად: თუ გსურთ გაყინოთ ხურმა, ხილი გარეცხეთ, შემდეგ გააშრეთ. და შედეთ საყინულეში.

სახლში, ახალი ხურმის შენარჩუნება ძალიან პრობლემურია, ამიტომ არსებობს ბევრი ვარიანტი. ხურმა შეიძლება შეინახოს სამი ფორმით: ახალი, გაყინული და გამხმარი. შეარჩიეთ ნებისმიერი შემოთავაზებული მეთოდი და შეინარჩუნეთ ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები მთელი წლის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Facebook კომენტარები