კანი, როგორც სხეულის ყველაზე დიდი ორგანო, პასუხს აგებს ჩვენს დაცვაზე ნებისმიერი საფრთხისგან. რამდენადაც კანი ყველაზე მოწყვლადია გარემო-პირობების ზემოქმედების მიმართ, მისი მთავარი მტერია მზე, რადგან იგი ულტრაიისფერ სხივებს ასხივებს, ეს უკანასკნელი კი ძალიან მავნეა ჩვენი ორგანიზმისთვის. გთავაზობთ კანის ყველაზე გავრცელებული პრობლემების საშინაო გადაჭრას:

ხალი და მუწუკი:

ნიორი – წაისვით ვაზელინი დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიდეთ დაქუცმაცებული ნიორი, დააფიქსირეთ მარლით; აბუსალათინის ზეთი და საკვები სოდა – მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ამ ინგრედიენტებით. წაისვით და გაიჩერეთ მთელი ღამით, დილით კი ჩამოიბანეთ;ვაშლის ძმარი – დაიდეთ ძმრით გაჟღენთილი ბამბის ბურთულა დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიმაგრეთ სახვევით 8 საათის განმავლობაში.

მეჭეჭი: თაფლი – წაისვით მეჭეჭზე და შეიხვიეთ მარლით;

ვაშლის ძმარი – დაიდეთ ძმრიანი ბამბა მეჭეჭზე, შეიხვიეთ და გაიჩერეთ მთელი ღამით. გაიმეორეთ მეჭეჭის გაქრობამდე; ბრინჯის რძე – წაისვით სითხე მეჭეჭზე და გაიჩერეთ მთელი ღამით.

მუქი ლაქები: ლიმონი – შეიზილეთ ლიმონი დაზიანებულ მონაკვეთზე დღეში ორჯერ და მოერიდეთ მზეს; ალოე ვერა – წაისვით ლაქაზე და გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით გრილი წყლით;

ხახვი – დახეხილი ხახვის მასა დაიტანეთ დაზიანებულ მონაკვეთზე 15 წუთით და ჩამოიბანეთ.

გამოიყენეთ ეს ეფექტური საშუალებები და კანის პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები