ვარიკოზული ვენები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ეს არის დაავადება, როცა ვენა გულს სისხლს ვეღარ აწვდის.იხილეთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც იწვევს ვენების ვარიკოზს: გენეტიკური მემკვიდრეობა; ცხოვრების წესი: ფეხზე დიდხანს დგომა ან გაუნძრევლად ჯდომა; სისხლის ნაკადის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია პოზიციის შეცვლა. გირჩევთ, იმოძრაოთ ან იწვეთ და ფეხები აწიოთ.

ვარიკოზული ვენებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: შეშუპებული ფეხები; ვარიკოზული ვენების მიდამოებში ფერის შეცვლა; ჩხვლეტისა და ქავილის შეგრძნება; კრუნჩხვა; სიმძიმე; ტკივილი;

ვარიკოზული ვენები ამცირებს ცხოვრების ხარისხს, ამიტომ დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. ყოველდღიურად 30 წუთი დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას, რაც საუკეთესო რამ არის, რისი გაკეთებაც საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ. განსაკუთრებით რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა ისეთი ვარჯიშები, როგორიცაა, იოგა, პილატესი, სირბილი, ცურვა.

სტატიაში კი შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ბუნებრივია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

როგორ მოვამზადოთ ალოე ვერას სამკურნალო საშუალება

საჭირო ინგრედიენტები: სტაფილო 1 ცალი (12 გრ); ვაშლის ძმარი 3 ს. კ. (30 მლ); ალოე ვერა 2 ფოთოლი; წყალი ½ ლ

იხილეთ რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ ინგრედიენტს ორგანიზმისთვის: სტაფილო ბოსტნეულია, რომელიც მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც არტერიული წნევის დასარეგულირებლად საუკეთესო საშუალებაა; ვაშლის ძმარი მჟავე პროდუქტია, რომელიც ტოქსინებს გამოდევნის ორგანიზმიდან; ალოე ხელს უწყობს სისხლძარღვების რეგენერაციას, წმენდს კანის ფორებს. ამრიგად, სხეული უფრო ადვილად ითვისებს წამალს.

გირჩევთ თუ სახლიდან გასასვლელი ხართ, ალოე ვერას ბაზაზე მომზადებული საშუალება არ მოიხმაროთ. გამოიყენეთ ის ღამით.

მომზადების წესები: პირველ რიგში, სტაფილო დაჭერით ძალიან წვრილ ნაჭრებად. აადუღეთ წყალი. როგორც კი წყალი დუღილს დაიწყებს, დაამატეთ სტაფილო და ცეცხლს დაუწიეთ. ადუღეთ სანამ სტაფილო არ დარბილდება; ალოეს ფოთლებიდან გამოწურეთ წვენი. როცა სტაფილო მზად იქნება, ჩაჭყლიტეთ და დაამატეთ ალოეს წვენი, ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ; მომზადებული მასა გადმოდგით ცეხლიდან, გააციეთ და შედეთ მაცივარში. საშუალება გამოსაყენებლად ვარგისია მაქსიმუმ 2 დღე. აუცილებლად უნდა შედოთ მაცივარში.

საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდებულია მომზადებული ნარევი შეიზილოთ დაზიანებულ ადგილებზე ზემოდან ქვემოთ. გაიჩერეთ 40 წუთი. შემდეგ თბილი წყლით და საპნით ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები