ფეხის ფრჩხილის სოკო ესაა, ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ ამავდროულად საკმოდ საყურადღებო დაავადება, რომელიც გვხვდება, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებშიც.დღეს ჩვენ კი გასწავლით რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ამ უსიამოვნო მდგომარეობას მალევე დააღწევთ თავს. მკურნალობის მეთოდი საკმაოდ მარტივია და რაც მთავარია ყველასთვის ხელმისაწვდომი! ხოლო მისი შედეგები ნამდვილად სასიამოვნო და შთამბეჭდავია. მეთოდი შესაფერისია როგორც ფეხებზე, ასევე ხელებზე სოკოების სამკურნალოდ.

რეცეპტი ემყარება ვაშლის ძმარს და სოდას.

ფრჩხილის სოკოს ძმრით მკურნალობა ცნობილია ძალიან დიდი ხანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უამრავი თანამედროვე მედიკამენტი არსებობს ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამ მეთოდის გამოყენება კვლავ აქტუალურია. ძმარი ბლოკავს სოკოების სპორების სასიცოცხლო აქტივობას და მთლიანად კლავს პათოგენებს. ამიტომ, დერმატოლოგები ურჩევენ ძმრის აბაზანების გაკეთებას ონიქომიკოზის წინააღმდეგ და პროფილაქტიკური მიზნებისათვის. სოდა კი შესანიშნავად ანეიტრალებს მჟავას, ახდენს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას.

გამოიყენეთ ეს საშუალება ფეხის სოკოს წინააღმდეგ დღეში 2-ჯერ, და თქვენ მთლიანად განიკურნებით დაავადებისგან ფარმაცევტული პრეპარატების გარეშეც კი!

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ: 1 ს.კ. ვაშლის ძმარი; 5 ს.კ. საცხობი სოდა; 3 ლიტრი ცხელი წყალი

აბაზანის მოსამზადებლად ჩაასხით ცხელი წყალი განკუთვნილ ჭურჭელში (ტემპერატურა დაახლოებით 50-60 გრადუსი) და ასევე დაამატეთ 1 ჭიქა ვაშლის ძმარი; დაელოდეთ, სანამ ნარევი არ გაცივდება 40–45 გრადუსამდე და ჩადეთ ფეხები ნარევში 15–20 წუთის განმავლობაში.

აბაზანის გამოყენების შემდეგ, ჩამოიბანეთ ფეხები სუფთა წყლით და გაიმშრალეთ ქაღალდის პირსახოცით; ერთი საათის შემდეგ, გაიმეორეთ ეს პროცედურა, მაგრამ ხსნარში ხუთი სუფრის კოვზი სოდის დამატებით. სწრაფი შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია ასეთი აბაზანების გამოყენება დღეში რამდენჯერმე.

მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სოკო იღუპება მჟავე გარემოში, ხოლო სოდა ხელს უშლის მის შემდგომ გავრცელებას.

როგორც ხედავთ, ეს იაფი, ხელმისაწვდომი საშუალება შეიძლება იყოს შესანიშნავი ასისტენტი უსიამოვნო დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკისთვისაც!

Facebook კომენტარები