შეგაწუხათ უძილობამ? გცვივათ თმა? კანმა დაკარგა სიმკვრივე? ფრჩხილები გემტვრევათ?  და თუ თქვენი პასუხი ამ კითხვებზე დადებითია, სავარაუდოდ, დარღვევა  თირკმელზედა ჯირკვლებში აღგენიშნებათ.იცით რა არის თირკმელზედა ჯირკვალი? თირკმელზედა ჯირკვალი თირკმელების ზემოთა პოლუსზე მდებარეობს, რომელთა ფუნქცია მრავალი ჰორმონის გამომუშავებაა. მათ შორის არის ადრენალინი და სტეროიდები.

ეს ჰორმონები დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის  დარეგულირებაში, გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას, ებრძვის სტრესს. როგორც ხედავთ, ჩვენს თირკმელზედა ჯირკვალში ნებისმიერი ფუნქციის დარღვევამ ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული სამკურნალო საშუალება, რომელიც მოცემულ პრობლემებს მოგიგვარებთ. საშინაო საშუალების მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი.

მიჰყევთ მოცემულ ინსტრუქციას და მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება.

საჭირო ინგრედიენტები: ნიგოზი; თაფლი; ოხრახუშის ფოთლები; ქიშმიში; ჯანჯაფილი

მომზადების წესი: ნიგოზი და ოხრახუშის ფოთლები დაჭერით, დაამატეთ ქიშმიში, ცოტა თაფლი და მწიკვი გახეხილი ჯანჯაფილი. მომზადებული მასა მიიღეთ დილით უზმოზე 2 ს. კ.

ექსპერტების აზრით, ორგანიზმის ბალანსის აღსადგენად უძლიერესი სამკურნალო ნარევი უნდა მიიღოთ 2-3-ჯერ კვირაში. მალე შეამჩნევთ, რომ ღამით უკეთესად გძინავთ, შეგიწყდებათ თმის ცვენა, გაგიუმჯობესდებათ ფრჩხილების მდგომარეობა.

დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.

Hard.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Hard.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Hard.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები