Vairkoseti

სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით, როდესაც ამ ინგრედიენტის შესახებ შეიტყობთ..გსურთ თქვენი ახალგაზრდობის გახანგრძლივება? ბუნებრივია, ვის არ სურს! მაშინ გაეცანით კურკუმას შესანიშნავ თვისებებს და გახადეთ ის თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.

კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაა ინდოეთი. ის მდიდარი და უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ინდოელები კურკუმას უძველესი დროიდან იყენებენ თავის საკვებში და სამკურნალოდ. კურკუმას აქვს ნარინჯისფერი ფესვები, სწორედ მის ფესვებს რეცხავენ, შემდეგ ხარშავენ და ახმობენ. მერე გამხმარ ფესვებს წვრილად აქუცმაცებენ ან ფქვავენ.

ის შეიცავს ვიტამინებს – B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K; მინერალურ ნივთიერებებს: თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ასევე შეიცავს ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავებს, კურკუმინს – ერთ-ერთ საუკეთესო ანტიბიოტიკსა და ანტიოქსიდანტს.

კურკუმას სამკურნალო თვისებები: აძლიერებს იმუნიტეტს, წარმოადგენს მატონიზირებელ საშუალებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესის რეგულაციას, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ორგანიზმს ეხმარება სიმსივნესთან ბრძოლაში;

ასუფთავებს სისხლს, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ბავშვებში ხელს უშლის ლეიკემიით დაავადებას, სისხლში ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას, კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ შეუცვლელია ანემიის დროს; ხელს უშლის კვანძების წარმოქმნას თავის ტვინის სისხლძარღვებში ალცჰაიმერის დაავადების დროს;

სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზისგან; ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის;

ამ და მრავალი სხვა სარგებლის მისაღებად უბრალოდ საჭიროა, რომ თქვენ ნებისმიერი სასმელი გააზავოთ კურკუმის ფხვნილით და ისე მიირთვათ, მაგალითად რძე კურკუმით. კურკუმასთან ერთად სასმელები ახალგაზრდობის მთავარ საიდუმლოდ ითვლება.

ხოლო, თუ მათ რეგულარულად დალევთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება. და ყოველდღიურ დონეზე შეამჩნევთ მომატებულ ენერგიულობას.

Facebook კომენტარები
Vairkoseti