თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ანარეკლს სარკეში, დროა გადახედოთ თქვენს ყოველდღიურ ქცევას. გადახედეთ თქვენს მიერ მიღებულ საკვებს, თქვენს ძილს – ამან შეიძლება დამატებით წლებს დაამატოს თქვენს სახეს და რეალურად შეამციროს თქვენი სიცოცხლე.გაირკვა ის გარკვეული ჩვევები, რომლებზეც უარის თქმის შემთხვევაშ ან პირიქით მათმა ხშირმა მოქმედებამ შესაძლოა გავლენა იქნონიოს თქვენს ახალგაზრდობაზე.

იშვიათად უარს ამბობთ დესერტზე: ტკბილეული არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს მატებს სხეულს, არამედ ზედმეტ წლებსაც ატყობს სახეს. შაქრის მოლეკულები თავს იჩენენ ჩვენი სხეულის ყველა უჯრედის ცილის ბოჭკოებში. ამ დესტრუქციულმა პროცესმა კი, რომელსაც გლიკაცია ეწოდება, შეიძლება გამოიწვიოს სახის ფერის დაკარგვა, თვალების ქვეშ მუქი წრეების მოშლა, კანის სიწითლე, შეშუპება, ღრმა ნაოჭები, სახის კონტურის დაკარგვა და გაფართოებული ფორები. თუ გსურთ თქვენი ახალგაზრდობის შეინარჩუნება – შემდეგ ჯერზე უარი თქვით დესერტზე !

დღეში 5 საათზე ნაკლები გძინავთ: ადეკვატური ძილის თავიდან აცილება იწვევს მუქ წრეებსა და შეშუპებას თვალების ქვეშ და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. 7 საათის განმავლობაში ძილი საუკეთესო ვარიანტია.თუ საკმარისი დრო არ გაქვთ დასაძინებლად ადრე დაწექით ხოლმე. ძილის ნაკლებობა გამოიხატება დღის განმავლობაში ენერგიის უკმარისობით, აზროვნების პროცესის შენელებით, ფოკუსის დაქვეითებით და წონის მატებითაც კი.

ტელევიზორზე დამოკიდებულება: თქვენი საყვარელი სერიალის მოკლე ეპიზოდის ყურება ერთია, მაგრამ ტელევიზორის წინ მუდმივად ჩამოკიდება, თითქოს მასზე იყო მიჯაჭვული, სხვა საქმეა. კვლევის თანახმად, ტელევიზორის ყურების ყოველ საათში ზრდასრული ადამიანი იხდის 22 წუთის სიცოცხლეს. როდესაც 30 წუთზე მეტხანს იჯდებით მოძრაობის გარეშე, სხეული იწყებს შაქრის შენახვას, რაც წონის მატებას უწყობს ხელს, ამიტომ ყოველ ნახევარ საათში ადექით და გაიარ გამოიარეთ, ან კიდევ უკეთესი, გააკეთეთ მარტივი, მაგრამ ჯანსაღი ვარჯიშები.

მჯდომარე ცხოვრების წესის საშიშროება თითქმის ყველამ იცის: ადამიანები, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს სავარძელში ატარებენ, თირკმელების დაავადებების, გულსისხლძარღვთა დაავადებების და კიბოს მაღალი რისკის ქვეშ არიან, სიმსუქნეზე რომ არაფერი ვთქვათ. რეგულარული ვარჯიში ხელს შეუწყობს ამ სერიოზული შედეგების თავიდან აცილებას.

არ იყენებთ მზისგან დამცავ კრემს: ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ დიდ დროს ვატარებთ გარეთ, სადაც ჩვენი კანი ღიაა მზის სხივების უარყოფითი ეფექტისთვის. ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი პირველი მიზეზია ულტრაიისფერი სინათლე, რომელიც არსებობს როგორც მზიან ამინდში, ასევე წვიმიანშიც. დაიცავით თქვენი კანი სპეციალური პროდუქტებით ყოველ ჯერზე, როცა გარეთ გახვალთ. შეარჩიეთ SPF 30 – დან 50 – მდე ყოველდღე.

იყენებთ ძალიან ბევრ მაკიაჟს: გადაჭარბებული მაკიაჟი შეუმჩნევლად დაგბერებთ, განსაკუთრებით ზეთზე დაფუძნებული პროდუქტები, რომლებიც ახშობენ ფორებს და იწვევს ანთებას. პროდუქტების ზედმეტი გამოყენება სუნამოებით, გამაღიზიანებელი ქიმიკატებით და ალკოჰოლით ხელს უწყობს კანის სიმშრალეს, რადგან ისინი ცხიმის ყველა ბუნებრივ ფენას აშორებენ, რაც ადრეულ ნაოჭებს იწვევს.

არ იყენებთ თვალის კრემს: კანის ყოველდღიური მოვლაც კი უნდა შეიცავდეს კარგი თვალის კრემის გამოყენებას. თვალების გარშემო კანი გაცილებით თხელია, ვიდრე სახის დანარჩენი ნაწილი, და სწორედ აქ არის ყველაზე მეტად ასაკობრივი ნიშნები. თვალის მოვლის საშუალებები ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რაც კანს ამკვრივებს და ამცირებს ნაოჭებს მიდამოში.

იძინებთ ბალიშით: მუცელზე ან გვერდზე ძილი ბალიშით სახეზე ქმნის ნაოჭებს და აჩქარებს დაბერებას. შემაერთებელი ქსოვილები და კოლაგენი სახეზე სუსტდება და ეშვება ასაკთან ერთად. ამიტომ გირჩევთ ზურგზე ძილს!

რა თქმა უნდა, უფრო მეტი მიზეზი არსებობს, რის გამოც ჩვენი სხეული შეიძლება დაბერდეს და ბევრი მათგანი თქვენთვის კარგად ცნობილია – მოწევა, ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ნარკოტიკები, პირადი მოვლის არარსებობა, სტრესული სიტუაციები, დაავადებები და სხვა.

ამასთან, თქვენი ცხოვრების მინიმუმ ზემოთხსენებული ასპექტების შეცვლის მცდელობით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებთ  თქვენს გარეგნობას, კეთილდღეობას და ცხოვრების ხარისხს.

Facebook კომენტარები