იცოდით, რომ ცივი შხაპი არა მხოლოდ ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, არამედ დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას და მეტ ენერგიას გაძლევთ?რა შეიძლება მოგცეთ ცივმა შხაპმა: – აუმჯობესებს განწყობას: ცივი შხაპი კარგი წამალია სტრესის, დეპრესიისა და სხვა უარყოფითი ემოციების დროს. ეს იმიტომ ხდება, რომ ცივი წყალი ასტიმულირებს თქვენს ტვინში ნორეპინეფრინის გამოყოფას, რაც ამცირებს ქიმიკატების რაოდენობას, რომლებიც ცუდ განწყობას იწვევს.

ზრდის ენერგიის დონეს: არაფერია უკეთესი ვიდრე დღე დაიწყოთ ცივი შხაპის მიღბით. ის ჩართავს ტვინს, აღვიძებს სხეულს და ზრდის ენერგიას. როდესაც სხეულში ნერვები გრძნობენ სიცივეს, გული იწყებს აჩქარებას და მეტად ენერგიულები ხდებით.

ხსნის ანთებას: ანთებასთან ასოცირებული მტკივნეული სიმპტომების მქონე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი შვება ყოველდღე ცივი შხაპის მიღებით. ეს პროცედურა ავიწროვებს სხეულის ვენებს, რაც ხელს უწყობს ტოქსინების აღმოფხვრას ქსოვილში ანთების შემცირებით.

აძლიერებს იმუნურ სისტემას: სიცივის ზემოქმედებას აქვს მთელი რიგი დადებითი გავლენა თქვენს სხეულზე, რაც უკავშირდება თქვენი იმუნური სისტემის გაძლიერებას. ეს აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის ტრანსპორტირებას სხეულის ყველა უჯრედამდე.აუმჯობესებს თქვენი ლიმფური სისტემის მუშაობას: ლიმფური სისტემა გამოყოფილია სისხლძარღვებისგან და ემსახურება პათოგენების წინააღმდეგ ბრძოლას და ნარჩენების ფილტრაციას. ლიმფური სითხე შეიცავს სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ცივი შხაპი იწვევს მთელ სხეულის შეკუმშვას, რის შედეგადაც ლიმფური სითხე უფრო თავისუფლად მიედინება და აუმჯობესებს მთლიან ჯანმრთელობას. თუ ეს სითხე არ არის ტრანსპორტირებული ეფექტურად, ის შეიძლება დაგროვდეს თქვენს კიდურებში და გამოიწვიოს სიმპტომები, რომლებიც უარყოფითად აისახება თქვენს კეთილდღეობაზე.

ეხმარება ძილს : მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით უფრო ხშირად ცხელი წყალია სასურველი, სიმართლე ისაა, რომ ცივი წყალიც შეიძლება შესანიშნავი ალტერნატივა იყოს სწრაფი და მშვიდი ძილისთვის. და ყველაფერი იმიტომ, რომ ამის შემდეგ სხეული კარგად და თითქმის მყისიერად მოდუნდება.

ატენიანებს კანს და თმას : დაბალ ტემპერატურაზე შხაპისგან ისარგებლებს თქვენი კანიც და თმაც. ცხელი წყალი ხელს უწყობს ფორების გახსნას, ცივი წყალი კი პირიქით. იგი უკეთესად ატენიანებს და ხელს უშლის სიმშრალეს, ასევე ხელს უშლის ჭარბი ცხიმოვანი გარსისგან გამოწვეულ პრობლემებს.აჩქარებს ფიზიკური დატვირთვისს შემდგომ ძალების აღდგენას : შეიძლება ეს არ იცით, მაგრამ თითქმის ყველა სპორტსმენი ვარჯიშის შემდეგ იღებს ყინულის აბაზანებს ან ცივ შხაპს კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად და ძალების აღდგენის დასაჩქარებლად. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ხელს უწყობს სახსრების მოდუნებას და ტკივილის შემსუბუქებას.

ხელს უწყობს დეტოქსიკაციას: ცივი შხაპი ხელს უწყობს თქვენი სხეულის ბუნებრივ დეტოქსიკაციის მექანიზმებს სისხლიდან და კანიდან ტოქსინების გამოდევნით.

ხელს უწყობს წონის დაკლებას: ადამიანის სხეული შეიცავს ორი სახის ცხიმს: თეთრი ცხიმი და ყავისფერი ცხიმი. თეთრი ცხიმი გროვდება მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ არაჯანსაღ საკვებს მიიღებთ და თავს იკავებთ ფიზიკური დატვირთვისგან. მეორეს მხრივ, ყავისფერი ცხიმი ცნობილია როგორც “კარგი” ცხიმი, რადგან ის ქმნის სითბოს სხეულში და ამცირებს თეთრი ცხიმის არსებობას. მას შემდეგ, რაც დაბალი ტემპერატურა აააქტიურებს ყავისფერი ცხიმის წარმოებას ცივი შხაპის მიღებით- თქვენი ფიგურა უფრო გაუმჯობესდება.

ებრძვის ცელულიტს : ცივი წყალი დაგეხმარებათ ცელულიტის შემცირებაში. იმის გამო, რომ ეს წყალი ხელს უწყობს სისხლის უკეთ მიმოქცევას და ტოქსინების ლიკვიდაციას, იწვის ცხიმი და იზრდება კანის ტონი. ახლა, როცა იცით, რატომ არის საუკეთესო ვარიანტი ცივი შხაპი ვიდრე ცხელი, შეეცადეთ მოარგოთ სხეული უფრო ჯანმრთელ ვარიანტს.

Facebook კომენტარები